გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.02.2016 ძალადაკარგული 30.01.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2016 წლის 29 თებერვალი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. უძრავ ქონებაზე:

ა) ცენტრალურ ზონაში (ქ. გარდაბნის დავით აღმაშენებლის ქუჩა) – ქონების საბალანსო ღირებულების 10%;

ბ) შუალედურ ზონაში (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – ქონების საბალანსო ღირებულების 5%;

გ) პერიფერიულ ზონაში (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – ქონების საბალანსო ღირებულების 5%.

2. მოძრავ ქონებაზე – ნივთის საბალანსო ღირებულების 5%.

მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.01.2017.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ მიღებულია 29.02.2016. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.161.016276.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.01.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“, №12, 29.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016276 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3206482/