მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2016
ძალის დაკარგვა 19.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,467 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2016 მიღება
19.02.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
გარე რეკლამა
მცხეთას მუნიცპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა
მუხლი 2
სარეკლამო საშუალება
პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით
მუხლი 2
ნებართვა
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება
მუხლი 2
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუხლი 2
აუქციონი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის  სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
მუხლი 2
ნებართვის მფლობელი
ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ღვინიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
სანებართვო მოწმობის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2016 წლის 26 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტისა და  26​1 მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გაცემის ფორმა“ დანართი  №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა“ დანართი  №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაურ ღვინიაშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.  2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.      3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.  4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები. 6. ამ  წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად. 7.  აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას. 8. აუქციონზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამოტანა ხდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალკ-ცალკე.   9. აუქციონზე გამოტანილი ლოტის საწყისი ფასი განისაზღვროს ნებართვის მფლობელის მიერ, არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. აუქციონზე (საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი) ლოტის საწყისი ფასი განისაზღვრება რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარის ოდენობით. გარე რეკლამის 1მ​2 - ზე ნაკლები ფართის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით თვეში.  (აუქციონის წლიური საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვრება: (ზონირება) ა) „საერთაშორისო და  შიდასახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის  საავტომობილო  გზების  ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის    2014    წლის    18   ივნისის    №407   დადგენილებით    განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 40 ლარი; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში – 20 ლარი.) 10. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარე რეკლამა – მცხეთას მუნიცპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა; ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით; გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა; დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება; ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი –  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის  სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 3🔗 1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია”. 4.  დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. მუხლი 4🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის მოქმედების  კონკრეტული  ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის  ნებართვის  გაცემის  შესახებ  აუქციონის  გამოცხადების  თაობაზე  გამოცემული  სამართლებრივი აქტით. მუხლი 5🔗. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვასთან დაკავშირებით  დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვასთან  დაკავშირებით  დაწესებული  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ  უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში. მუხლი 6🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს მცხეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. 2. გარე  რეკლამის  განთავსების  სანებართვო  პირობების  დარღვევა  გამოიწვევს პასუხისმგებლობას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოები  თავიანთი  კომპეტენციის  ფარგლებში  უფლებამოსილნი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს, კანონით დადგენილი წესით, დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი. 4.   გარე  რეკლამის   განთავსების   ნებართვის  მთლიანად   ან  ნაწილობრივ   გაუქმების   შესახებ,  ასევე  მასში შესაბამისი ცვლილებების  ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5.  გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მხრიდან  ცალმხრივად  გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების  მიუხედავად  დაწესებულ ვადაში სანებართვო  პირობების  შეუსრულებლობა,  მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) უფლებამოსილი  ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი; ე)  გარე  რეკლამის  განთავსების  ადგილი  საჭიროა  კომუნალური  ინფრასტრუქტურის   (სანიაღვრე  არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია,  დემონტაჟი) სამუშაოებისათვის; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 1.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში   მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მიერ  ნებართვის ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი  ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. 7.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში   მცხეთის  მუნიციპალიტეტის   მიერ ნებართვის ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს  უფლება  აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. 8.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „ა“,  „ბ“  და  „გ“  ქვეპუნქტებით   გათვალისწინებულ  შემთხვევაში,  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მიერ ნებართვის ცალმხრივად  გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილებზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. თავი II აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი მუხლი 7🔗. აუქციონის ორგანიზება 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებაზე აუქციონსა და პირობებიან აუქციონს ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით. 2. აუქციონის გამოცხადება, საწყისი ფასის განსაზღვრა და სანებართვო პირობების დადგენა ხდება აღნიშნული წესის შესაბამისად,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინამდებარე დადგენილებით, უშუალო გამოცხადებაზე კი გამგებლის  გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით. აუქციონში გამარჯვებულზე ნებართვას გასცემს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სააუქციონო კომისიის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებაზე აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება ნებართვის გაცემის დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.    4. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემისას, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არაუმეტეს 20 კალენდარული დღით ადრე, რაც დგინდება ბრძანებით.  5. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გამოაქვეყნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.    6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:  ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს - ვადა, საწყისი ფასი (აუქციონის პირობებით   გამოცხადების შემთხვევაში); გ) ნებართვის გასაცემი ადგილის დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;      ე) „ბეს“ რაოდენობას, რომელიც არის თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით; ვ) ბიჯის სიდიდეს თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;    ზ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს 20 ლარის ოდენობით; თ) განაცხადის მიღების ადგილსა (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 7. აუქციონი ან პირობებით აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ: ა) აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ; ბ) აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი; გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არცერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში. 8. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა ნებართვის მიღების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე . 9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე. 10. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები, მის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 11. თუ არ მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემა, ამ ნებართვაზე შეცვლილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტოტრიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო, თუ ნებართვა ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიცა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.  მუხლი 8🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.    2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.    3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.   4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს. 5. აუქციონზე, აუქციონის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ითვლება გაცემულად   აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.       7. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.  8. თუ არ მოხდა აუქციონზე გამოტანილი ლოტის გაცემა, აუქციონი გამოცხადდება განმეორებით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი. თავი III ოქმის გაფორმების წესი. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა მუხლი 9🔗. ოქმის გაფორმების წესი 1. ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს აუქციონში გამარჯვებულის მონაცემები.    2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტისთანავე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.  მუხლი 10🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა მუხლი 11🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის გაცემის პირობები 1. აუქციონზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამოტანა ხდება ერთ ლოტად.    2. აუქციონზე გამარჯვებული (ნებართვის მფლობელი) გამოვლინდება აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირების შედეგად. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ვადით, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს გამგებელი. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის სანებართვო მოწმობის გადაცემის დღიდან.    4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით.  5. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს იხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მესამე თვის მომდევნო 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ნებართვის მფლობელის მიერ პირველი სარეკლამო საშუალების/საშუალებების განთავსების დღიდან. 6.  განაცხადების წარმოდგენის ადგილია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 7. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით, 12:00 სთ-მდე. 8. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ბ) ინფორმაციას მონაწილეზე  (მისი ვინაობა, მისამართი); გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე; დ)განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას. ე) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);  ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); ზ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა ფიზიკური პირის სახელით; თ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (არასამეწარმეო იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისათვის). 9. აუქციონის გამართვის ადგილი: ქ. მცხეთა. 10. აუქციონის შედეგად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.     11. ნებართვის მფლობელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს გარე რეკლამის საშუალებების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია. დანართი№2 მცხეთის მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა ნებართვა № ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ნებართვის მიმღები და მისი მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საფუძველი: --------------------------------------------------------------------------------------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ნებართვის მოქმედების ვადა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– – დან                                                            –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– – მდე ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან. შენიშვნა: სანებართვო პირობები წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს. სანებართვო პირობები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ნებართვა გაცემულია 2016 წლის  ________________________ -------------------------                                                          --------------------------------  ნებართვის მიმღები                                                           ნებართვის გამცემი                                                                                                    ----------------  ბეჭდის ადგილი . დანართი №3 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე  რეკლამის  განთავსების  სანებართვო  რეესტრი № სანებართვო მოწმობის № ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი) ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან- ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ– სამართლებრივი ფორმა მონაცემები ნებართვის მიმღებს შესახებ: სახელს, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე  ფიზიკური პირისათვის ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ ნებართვის გაცემის/ ცვლილების, გაუქმების/ საფუძველი და თარიღი