მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2018 წლის 12 თებერვალი ქ. მცხეთა |
|
ნებართვის გაცემის წესი
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება შესაძლებელია პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგი პირობების დაცვით: გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს; მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა; საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. შენობა-ნაგებობებზე გავრცელებული გარე რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და კონსტრუქციულად მდგრადი უნდა იყოს. გარე რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე მისი განთავსებისთვის. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. გარე რეკლამა, რომელიც გამოდის კერძო საკუთრების ობიექტის განაშენიანების ფარგლებს გარეთ, ასევე საჭიროებს ნებართვას.
5. მცხეთის მუნიციპალიტეტი გარე რეკლამის გავრცელების გეგმას შეიმუშავებს მისი ზომის, ფორმის და განთავსების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. გეგმა შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – გარე რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრებს გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების ტერიტორიაზე;
გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – გარე რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;
დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის და გამოყენების სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტუქტურულ ორგანოებთან – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში გარე რეკლამის გავრცელების შემთხვევაში.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული ან საჯარო აუქციონის წესით და მისი მიზანია ნებართვა გადასცეს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს აუქციონის პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს. ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
7.გარე რეკლამაზე უნდა მიეთითოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
9. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
10. საწყისი საპრივატიზებო ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვრება შემდეგი ზონების მიხედვით:
ა) „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 100(ასი) ლარი;
ბ) ქ. მცხეთის ტერიტორიაზე – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში – 30 (ოცდაათი) ლარი;
11. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილ წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისა და გარე რეკლამის უნებართვო ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მცხეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაწესებულ ვადაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნის დარღვევა ;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს ( ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზრაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ფიზიკური პირებისთვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტის დამოწმებული ასლები;
ე) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბილეთის და ბეს გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
ვ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და რომელიც აუცილებელია წარმოსადგენად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესასრულებლად.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისია.აუქციონზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გატანა ხდება ერთ ლოტად.
4. ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის გამოცხადება, აუქციონის ჩატარება, ასევე სხვა პროცედურები ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.
5. განცხადება აუქციონის გამოცხადების თაობაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს – ვადა, საწყისი ფასი (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ნებართვის გასაცემი ადგილის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს რაოდენობას, რომელიც არის თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;
ვ) ბიჯის სიდიდეს, თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;
ზ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს 20 ლარის ოდენობით;
თ) განაცხადის მიღების ადგილსა ( მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
ა) აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არცერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში.
2. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა ნებართვის მიღების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე.
3. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები, მის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
4. თუ არ მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე აუქციონის წესით ნებართვის გაცემა, შეცვილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ნებართვა ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიცა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2.აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ფორმდება სააუქციონო კომისიის თავმჯდომარესა და გამარჯვებულ პირს შორის. ოქმით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები და აუქციონის პირობები.
3. ნებართვის გაცემის ფასის სრულად გადახდის შემდგომ, სამშენებლო ნორმებისა და წესის გათვალისწინებით, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გამარჯვებულზე გასცემს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობას.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ვადით, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის სანებართვო მოწმობის გადაცემის დღიდან.
5. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა.
6. ნებართვის მფლობელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს გარე რეკლამის საშუალებების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია.
ნებართვა №
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი: --------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა: ----------------------------- დან
------------------------------ მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან.
შენიშვნა: სანებართვო პირობები წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს.
სანებართვო პირობები
-------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვა გაცემულია -------- წლის -------------------
------------------------------- ----------------------------------
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი
---------------------- ბეჭდის ადგილი.