დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.02.2016
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 430210000.32.061.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,010 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 30.01.2026 აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 12.09.2017 ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 21.04.2021 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 02.03.2026 სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 05.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 2016 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. დაწესდეს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და დამტკიცდეს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დაწესდეს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  სტუდენტებისათვის და დამტკიცდეს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სახსრების გათვალისწინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“. მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაშია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის  შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედების დღიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   ვახტანგ  ყოლბაია დანართი №1 დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის (შემდეგში-სტიპენდია) მინიჭების პირობებს და პროცედურებს. 2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში მონაწილეობას მეორე სემესტრიდან იწყებენ პირველი სემესტრის ქულებით.  4. სტიპენდიის მინიჭებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) იქმნება კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით. მუხლი 2🔗.  სტიპენდია 1. სტიპენდია ენიჭებათ პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდეგში-სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის. 2. სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე). 3. კომისიას უფლება აქვს სტიპენდიანტს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება, კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების  შემდეგ. მუხლი 3🔗.  სტიპენდიის  მიმნიჭებელი კომისია 1. კომისიას  7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით ამტკიცებს მინისტრი. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის და სტიპენდიის მინიჭების წესი 1. სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად. 3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდგომ. 4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება. 5. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, კერძოდ 10 აგვისტომდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სტიპენდიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს ღია წესით. 8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატურის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება. 9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭისყრით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით. 10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს. 11. სტიპენდიის  დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. დანართი №2 ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  სტუდენტებისათვის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის (შემდეგში-სტიპენდია)  მინიჭების პირობებსა და პროცედურებს. 2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში მონაწილეობას მეორე სემესტრიდან იწყებენ პირველი სემესტრის ქულებით.  4. სტიპენდიის მინიჭებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) იქმნება კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით. მუხლი 2🔗.  სტიპენდია 1. სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდეგში-სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის. 2. სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო  წლის განმავლობაში (ათი თვე). 3. კომისიას უფლება აქვს სტიპენდიანტს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება, კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების  შემდეგ. მუხლი 3🔗.  სტიპენდიის  მიმნიჭებელი კომისია 1. კომისიას  7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით ამტკიცებს მინისტრი. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის და  სტიპენდიის  მინიჭების წესი 1. სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 2. კანდიდატის შესაბამის დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად. 3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდგომ. 4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება. 5. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, კერძოდ 10 აგვისტომდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სტიპენდიის  მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს ღია წესით. 8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატურის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება. 9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭისყრით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით. 10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს. 11. სტიპენდიის  დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.