თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2016 ძალადაკარგული 24.02.2017
ნომერი
№147
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.157.016251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №147

2016 წლის 2 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 27 თებერვლის №112 დადგენილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ (www.matsne.gov.ge, 06/03/2015 წ. 200230000.35.157.016216).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი №1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1

 სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn = I mG X I TL X C X K, სადაც:

ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია;

გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;

ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.    

მუხლი 2

პირველი მუხლის მიხედვით ქ. თეთრიწყაროში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

I mG

I TL

C

K

Cn (ლარი)

0.23

1

0.24

90

4.968

 
მუხლი 3

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თეთრიწყაროსი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის ოდენობით, რაც შეადგენს 4.968 ლარს;

ბ) სოფლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.