საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/122
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016422
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/122
2016 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ, ფსიქოლოგიის ან/და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მიღებულ განათლებას);
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III, IV), ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ, ფსიქოლოგიის ან/და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მიღებულ განათლებას);
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III, IV), ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 2🔗. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველო
1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა
.
2. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 3🔗. შერჩევისა და განვითარების სამმართველო
1. შერჩევისა და განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება შერჩევისა და განვითარების სფეროში გამოცდილებას.
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
2. შერჩევისა და განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება შერჩევისა და განვითარების სფეროში გამოცდილებას.
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
3. შერჩევისა და განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება ან/და სტაჟირება;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.