საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/136
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.024.016429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/136

2016 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

 

ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის  მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა:

1. პროტოკოლის დეპარტამენტის  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

 

2. პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  2-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

 

მუხლი 2. პროტოკოლის დეპარტამენტის მოსამსახურეები:

 

1. პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

 

2. პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება ან საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა;

გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 09.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/136. სარეგისტრაციო კოდი — 010240070.22.024.016429.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №1-1/136, 09.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016429 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3217808/