საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/122
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.024.016422
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/122

2016 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ, ფსიქოლოგიის ან/და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მიღებულ განათლებას);

ბ) ადამიანური რესურსების მართვის  სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III, IV), ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412  დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;

ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.

2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ, ფსიქოლოგიის ან/და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მიღებულ განათლებას);

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის,  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III, IV), ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412  დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;

ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.

მუხლი 2. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველო

1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  1-წლიანი გამოცდილება.

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;

ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა .

2. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსისა და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;

ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.

მუხლი 3. შერჩევისა და განვითარების სამმართველო 

1. შერჩევისა და განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება შერჩევისა და განვითარების სფეროში გამოცდილებას.

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412  დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;

ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.

2. შერჩევისა და განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება შერჩევისა და განვითარების სფეროში გამოცდილებას.

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412  დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;

ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.

3. შერჩევისა და განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სასურველია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება ან/და სტაჟირება;

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412  დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;

ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/122. სარეგისტრაციო კოდი — 010240070.22.024.016422.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №1-1/122, 01.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016422 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3211153/