საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/140 |
|
2016 წლის 11 მარტი ქ. თბილისი |
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. |
|
1. დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, საერთშორისო სამართლის ან სახელმწიფო მმართველობის სფეროში; ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება დაგეგმვის ან/და კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება; დ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა; 2. დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, საერთშორისო სამართლის ან სახელმწიფო მმართველობის სფეროში; ბ) მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება დაგეგმვის ან/და კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. |