📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2016
ძალის დაკარგვა 21.02.2017
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.141.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 748 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2016 მიღება
21.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 ქ. ახალქალაქი
2 დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
3 დასახლებათა შორის გამავალი  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
4 დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
5 დასახლებათა შორის გამავალი  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
6 სოფლებში
7 დასახლებათა შორის არეალში
8 სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2016 წლის 4 მარტი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ”   ქვეპუნქტის და  61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის , აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. შემოღებულ იქნეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1, №2, №3-ის შესაბამისად. 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 26 თებერვლის №9 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი დანართი №1 ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗. განისაზღვროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემდეგი განაკვეთები: 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. 2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. 3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.09 პროცენტის ოდენობით. ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების  0.8 პროცენტის ოდენობით. მუხლი 2🔗.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 4🔗 სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: გ) სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებულ სათიბებზე) – 18 ლარი; დ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებულ საძოვრებზე ) – 15 ლარი. მუხლი 5🔗   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე  წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ​2 ქვეპუნქტიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს: ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. მუხლი 7🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. დანართი №2 სასოფლო- სამეურნეო დანიშულების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთები მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სახნავ მიწებზე 50 2 მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებზე 50 3 საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთებზე 50 4 სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწებზე 36 5 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწებზე 24 6 დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება 21 7 ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 21 8 სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად 21 დანართი №3 არასასოფლო- სამეურნეო დანიშულების  მიწაზე ქონების  წლიური გადასახადის განაკვეთები № ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ქ. ახალქალაქი 0,24 0,50 0,12 2 დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,45 0,108 3 დასახლებათა შორის გამავალი  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,40 0,096 4 დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,38 0,0912 5 დასახლებათა შორის გამავალი  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,35 0,084 6 სოფლებში 0,24 0, 25 0, 06 7 დასახლებათა შორის არეალში 0,24 0,125 0,03