ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2017 წლის 16 თებერვალი ქ. ახალქალაქი |
|
ა. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.09 პროცენტის ოდენობით,
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.
გ) სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებულ სათიბებზე) – 18 ლარი;
დ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებულ საძოვრებზე) – 15 ლარი.
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
| |||||||||||||||||||||||||||
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
1.
შემოღებულ იქნეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1, №2, №3-ის შესაბამისად.2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 04 მარტის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.141.016165).3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი
დანართი №1 ადგილობრივი გადასახადის განაკვეთებისაქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.1
სახნავ მიწებზე50
2
მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებზე50
3
საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთებზე50
4
სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწებზე36
5
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწებზე24
6
დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება21
7
ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით21
8
სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად21
დანართი №3 არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები№
ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი)1
ქ. ახალქალაქი 0,24 0,50 0,122
დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,45 0,1083
დასახლებათა შორის გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,40 0,0964
დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,38 0,09125
დასახლებათა შორის გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში 0,24 0,35 0,0846
სოფლებში 0,24 0, 25 0, 067
დასახლებათა შორის არეალში 0,24 0,125 0,03