მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.03.2016
გამომცემი ორგანო №
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.156.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | დუბლიკატის გაცემის თარიღი |
| გვარი | სახელი |
| სანებართვო მოწმობის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის,მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.03.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2016 წლის 4 მარტი
ქ. დმანისი
მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
ბ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2);
გ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის და მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალები (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ აქტი (დანართი №4).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტი №5-185 დადგენილება (სსმ, 04/04/2011სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.156.016048).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
საქართველო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მშენებლობის სანებართვო მოწმობა
№
1. ნებართვის გაცემის თარიღი:-----------------------------------------------------------------20_ _ წელი
2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი:------------------------------------ 20_ _ წელი
3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20__ წლის ------------------------------------------------- - მდე
4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: -----------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: -------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი: --------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში)
7. შენობა-ნაგებობის კლასი: ---------------------------------------------------------------------------
8. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. პროექტი შეთანხმებულია:----------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------
10. ინფორმაცია დამპროექტებლის შესახებ:----------------------------------------------------------
(სახელი /დასახელება და საკონტაქტო მონაცემები)
--------------------------------------------------------------------------------------------------
11. ნებართვის გაცემის საფუძველი: ---------------------- 20__ წლის ____ _____ ბრძანება ----------
12. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

13.სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი
სამსახური:-------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი: ------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ბ. ა. -------------------------------------
(ხელმოწერა)
დამკვეთი: დმანისის მუნიციპალიტეტი
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №.
დანართი №2
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების
წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს.
4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – გამგებლის) მიერ შეიძლება მიეცეს გამგეობის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე გამგებლის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗.
სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება
1. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდეგში – სამსახური).
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №3-ისა.
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 4🔗.
სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება
1. მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში.
მუხლი 5🔗.
სანებართვო მოწმობის შენახვა
1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. მოწმობა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 6🔗.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში).
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №3
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
მოწმობის ნომერი
მოწმობის გამცემი
მოწმობის მიმღები
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
უფლებამოსილი პირი
ხელომოწერა
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობები
№
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი აქტის ნომერი
მოწმობის ინდივი-დუალური ნომერი
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლება-მოსილი პირი
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის (მშენებლობის სანებართვო მოწმობა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი:
№
დუბლიკატის გაცემის თარიღი
მინიჭებული ნომერი
განცხადების რეგისტრაციის ნომერი
მოსაკ-რებლის გადახდის ქვითრის №
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლება მოსილი პირი
ხელმო წერა
გვარი
სახელი
თანამ დებობა
ხელმო წერა
დანართი №4
აქტი №-----
დმანისის მუნიციპალიტეტი------ ------------- 20__ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ
სანებართვო მოწმობის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
მშენებლობის უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს.
ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: ____________________________
სამსახურის უფროსი: _____________________________