თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №17/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №
17/2016
2016 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-2 მუხლის ,,ჰ5’’ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 85-ე მუხლის პირველი პუნქტის, 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოებს, მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია, ფოტოსურათების გარეშე.
მუხლი 2🔗
ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვაზე და გამჟღავნებისგან პასუხისგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის ორგანო, რის თაობაზეც ეცნობება შესაბამის ორგანოს წერილობით, სიის მიწოდებასთან ერთად.
მუხლი 3🔗
მოთხოვნილი სია თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოებს გადაეგზავნებათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი