⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2017)
გაუქმებულია:

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2016
ძალის დაკარგვა 10.02.2017
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.155.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 411 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2016 მიღება
10.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0.23 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2016 წლის 7 მარტი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალდაკარგულად გამოცხადდეს  „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  05/03/2015, 200140030.35.155.016158) . მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი  წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“)გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN  არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. ბ)  IMG არის ქ. წალკის მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და  უდრის 0,24-ს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. წალკის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთ) კვადრატულ მეტრზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:    IMG   ITL   C   K   CN  0.23    1   0.24   20  1.104 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის: ა) დაბებში  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 0,552 ლარს; ბ) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 30% ოდენობით და იგი შეადგენს 0,3312 ლარს; გ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 25% ოდენობით და იგი შეადგენს 0,276 ლარს; დ) წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 0,552 ლარს.