,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №09 |
|
2016 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში (ვებგვერდი, 120340000.22.026.016266, 09/06/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის სამმართველო;”. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის სამმართველო გენერალური შტაბის J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, მათი მიღების, განთავსების და შენახვის ორგანიზებას, ექსპლუატაციის კონტროლს აღრიცხვასა და განაწილებას. ,,8. ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის სამმართველოს ერთეულებია: ა) სატრანსპორტო და ჯავშანსატანკო ტექნიკის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, ტექნიკისა და სხვა სახის მატერიალური ფასეულობების მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, მათი ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო სისტემებით, საბრძოლო მასალებით, სპეციალური შეიარაღებითა და დანადგარებით დაკომპლექტებას და მარაგების შექმნას. უზრუნველყოფს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიღების, განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, მათი ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; გ) კავშირგაბმულობისა და რადიოლოკაციური სისტემების აღრიცხვის და ექსპლუატაციის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის და გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს კავშირგაბმულობის საშუალებების, სანავიგაციო სისტემების, ორგტექნიკისა და მარაგ ნაწილების მიღების, განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, მათი ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას;
დ) მცურავი საშუალებებისა და საფრენი აპარატების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებებით, საფრენი აპარატებითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვა-განთავსების ორგანიზებას, აღრიცხვასა და განაწილებას;
ე) სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო-ქიმიური შეიარაღების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას სამხედრო ტექნიკური ქონებით, საინჟინრო-ქიმიური შეიარაღების საშუალებებით, საბრძოლო მასალებით (მათ შორის რადიაციული გამოსხივების წყაროებით, ქიმიური მომწამლავი ნივთიერებებით) და მარაგ ნაწილებით. აგრეთვე, აწარმოებს მათი მიღების, შენახვა-განთავსების ორგანიზებას, აღრიცხვასა და განაწილებას. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამშრომლობს სათანადო ორგანიზაციებთან სამხედრო სფეროში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებაში.”.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №09. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016355.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №09, 15.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016355 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3216784/