ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2015 წლის 26 აგვისტოს N411 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №129

2016 წლის 4 მარტი

ქ.თბილისი

ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №411 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №411 განკარგულება;

2. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

3. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ოთარ ნადარაია