საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/140
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016431
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2016
matsne.gov.ge 291 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 30.05.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 01.03.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 29.03.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 21.04.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 09.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/140 2016 წლის 11 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება საერთაშორისო ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, საერთშორისო სამართლის ან სახელმწიფო მმართველობის სფეროში; ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება დაგეგმვის ან/და კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  6-თვიანი გამოცდილება; დ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა; 2. დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება საერთაშორისო ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, საერთშორისო სამართლის ან სახელმწიფო მმართველობის სფეროში; ბ) მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება დაგეგმვის ან/და კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.