საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/163
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.024.016435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/163

2016 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

   „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს  ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/ეკონომიკის/ენერგეტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების/მდგრადი განვითარების სფეროში;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის, „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ – 1992 - ის, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21)-ის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება) - ისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური, ფრანგული, ესპანური ან გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა.

2.  მდგრადი განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/ეკონომიკის/ენერგეტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების/ მდგრადი განვითარების სფეროში;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ – 1992-ის,  „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21)-ის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება)-ისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური, ფრანგული, ესპანური ან გერმანული  ენის სრულყოფილი ცოდნა.

3. მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/ეკონომიკის/ენერგეტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების/მდგრადი განვითარების სფეროში;     

ბ) სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება/შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა;

გ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ – 1992-ის,  „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21)-ის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება)-ისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70  დადგენილების ცოდნა;

 დ) ინგლისური, ფრანგული, ესპანური ან გერმანული  ენის სრულყოფილი ცოდნა;

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/163. სარეგისტრაციო კოდი — 010240070.22.024.016435.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №1-1/163, 29.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016435 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3238326/