2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №255
2016 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას 2017 წელს ქ. ბორდოში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| ოთარ დანელია | − | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; |
| ლევან დავითაშვილი | − | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; |
| ლევან ხარატიშვილი | − | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; |
| ქეთევან ბოჭორიშვილი | − | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; |
| დავით ჯალაღანია
ქეთევან ნატრიაშვილი | −
−
| საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; |
| გიორგი სამანიშვილი | − | სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი; |
| ალექსანდრე ხვთისიაშვილი | − | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი; |
| გიორგი ჩოგოვაძე | − | სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი; |
| დავით ლორთქიფანიძე | − | სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, კომისიის წევრი.
|
2. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ ა(ა)იპ − ქართული ღვინის წარმომადგენლებს.
3. კომისიამ უზრუნველყოს გამოფენის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებისა და სხვა საჭირო ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.02.2016.
- როდის იქნა მიღებული „2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 17.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №255. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020963.
- სად არის „2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №255, 17.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020963 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3219965/