სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემაზე და ამორტიზებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№279
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020987
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №279

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ – საქართველოს    ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის   განსაკარგავად გადაცემაზე და ამორტიზებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს 2015 წლის 01 დეკემბრის N01/03-472 წერილის გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს მიეცეს თანხმობა განახორციელოს:

ა) თავის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით განსაზღვრული მოძრავი ქონების ჩამოწერა;

ბ) თავის ბალანსზე რიცხული, დანართი №2-ით განსაზღვრული მოძრავი ქონების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემა.

 

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი