სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემასა და აკადემიის ბალანსიდან გამოსაყენებლად უვარგისი ძირითადი აქტივების ჩამოწერაზე სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1411
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1411

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემასა და აკადემიის ბალანსიდან გამოსაყენებლად უვარგისი ძირითადი აქტივების ჩამოწერაზე სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, განახორციელოს პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის წიგნის (შვიდტომეული)„საქართველო და ევროპის ქვეყნები XIII-XIX სს.“III, IV, V, VI და VII ტომების (თითოეული ტომი ტირაჟით 400 ეგზ.), სულ 2000 (ორი ათასი) ეგზემპლარის სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემაზე, შემდგომი განკარგვის მიზნით.

2. „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, მის ბალანსზე არსებული ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილი, გამოსაყენებლად უვარგისი, დანართ №1-ში ჩამოთვლილი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი