სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2261
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2261

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცეს თანხმობა, განახორციელოს თავის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №75-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.18.09.003.057) განთავსებული №2 შენობა-ნაგებობის ჩამოწერა.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი