ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის განმავლობაში 35 700 ხე-მცენარის დარგვითი და მოვლითი სამუშაოებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020992
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №298

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის განმავლობაში 35 700 ხე-მცენარის დარგვითი და მოვლითი სამუშაოებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, 2016 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს 35 700 (ოცდათხუთმეტი ათას შვიდასი) ხე-მცენარის დარგვითი და მოვლითი სამუშაოებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 255 348 (ორას ორმოცდათხუთმეტი ათას სამას ორმოცდარვა) ლარის ოდენობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის „გამწვანების ღონისძიებების“ პროგრამით (კოდი: 03 01) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი