ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე ნიადაგის ფენის საჭირო ნიშნულზე მოსწორებისა და მისი ნოყიერი ნაზავით შევსებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№766
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021293
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №766

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე ნიადაგის ფენის საჭირო ნიშნულზე მოსწორებისა და მისი ნოყიერი ნაზავით შევსებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების  სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, 2016 წლის განმავლობაში, თბილისის ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე ნიადაგის ფენის საჭირო ნიშნულზე მოსწორებისა და მისი ნოყიერი ნაზავით შევსებისათვის საჭირო საქონლის,  მომსახურებისა და სამუშაოების  სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული „გამწვანების ღონისძიებები“ – პროგრამით (პროგრამული კოდი: 03 01 ) გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 

­

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი