ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №301
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020995
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხელედულა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №301
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, 2015 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ჯამური ღირებულების – 14 213 660,29 ლარის (თოთხმეტი მილიონ ორას ცამეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია, უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება – 14 213 660,29 ლარის (თოთხმეტი მილიონ ორას ცამეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ოდენობით (წარმოშობილი 2015 წელს) გამოქვითოს 2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
4. ამ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2015 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი