ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1113
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021569
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1113

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, 2015 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ჯამური ღირებულების - 2 170 312.4 ლარის (ორი მილიონ ას სამოცდაათი ათას სამას თორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი)  ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე.

2.    სს „გაერთიანებულმა ენერგეტიკულმა სისტემა საქრუსენერგომ“ უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“ უფლებამოსილია, უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება - 2 170 312.4 ლარის (ორი მილიონ ას სამოცდაათი ათას სამას თორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ოდენობით (წარმოშობილი 2015 წელს) გამოქვითოს 2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს, ამ განკარგულების საფუძველზე, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2015 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი