ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№377
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016748
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №377

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1.    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე- 14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2013 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ჯამური ღირებულების – 10434326 .23 (ათი მილიონ ოთხასოცდათოთხმეტი ათას სამასოცდაექვსი ლარი და ოცდასამი თეთრი ) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე.

2.    სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.

3.    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია უიმედო ვალად აღიარებული დავალიანებ ა- 10434326 .23 (ათი მილიონ ოთხასოცდათოთხმეტი ათას სამასოცდაექვსი ლარი და ოცდასამი თეთრი )  ლარი ს ოდენობით (წარმოშობილი 2013 წელს) გამოქვითოს2014 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამი სი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.

4.    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს ამ განკარგულების საფუძველზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2013 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი                      ი . ღარიბაშვილი