ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №78
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 52-ე ნაწილის შესაბამისად მიეცეს თანხმობა:
ა) შპს ,,ენგურჰესს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის, 2008 წელს – 12 974 769 ლარის და 2009 წელს – 13 447 727 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე;
ბ) შპს ,,ვარდნილჰესების კასკადს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2008 წელს – 2 407 001 ლარისა და 2009 წელს – 2 666 863 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე.
2. შპს ,,ენგურჰესმა” და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადმა” უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და 2009 წლის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს ,,ენგურჰესისა” და შპს ,,ვარდნილჰესის კასკადის” ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით განახორციელოს შესაბამისი ქმედებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური