ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№625
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №625

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108‑ე მუხლისა და 309-ე მუხლის მე‑14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“:

ა) 2011 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ჯამური ღირებულების – 10 486 903.03 (ათი მილიონ ოთხას ოთხმოცდაექვსი ათას ცხრაას სამი ლარი და სამი თეთრი) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის, ჩამოწერაზე;

ბ) უიმედო ვალად აღიარებული დავალიანების – 10 486 903.03 (ათი მილიონ ოთხას ოთხმოცდაექვსი ათას ცხრაას სამი ლარი და სამი თეთრი) ლარის (წარმოშობილი 2011 წელს) 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს ამ განკარგულების საფუძველზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2011 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური