ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№268
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016583
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №268

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწი­ლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა)     შპს „ენგურჰესს“, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწო­დე­ბული (მოხმარებული) და აუნაზღაურებელი ელექტროენერგიის სა­ფა­სურის, 2012 წელს –  1 307 180 080.0 კვტ.სთ, ღირებულებით 15 516 227.58 ლარის და 2013 წელს – 1 379 209 661.7 კვტ.სთ, ღირებულებით 16 371 218.68 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე;

ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადს“, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერი­ტორიაზე მიწოდებული (მოხმარებული) და  აუნაზღაურებელი  ელექტ­რო­ენერგიის  საფასურის,  2012 წელს - 233 137 415.0 კვტ.სთ, ღირებუ­ლებით 2 727 707.75 ლარის და 2013 წელს – 257 901 315.0 კვტ.სთ, ღირებულებით 3 017 445.38 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპი­რებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე.

2.    შპს „ენგურჰესმა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადმა“ უზრუნ­ველ­ყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგა­რიშებში ასახვა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი