📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2016
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 654 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო
2 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
3 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
4 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე
5 ტყის მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით: სახნავი საკარმიდამო - 60 ლარი; სათიბები - 19 ლარი; საძოვრები - 15 ლარი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მიწის  კატეგორიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.03.2015 წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.02.2017 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 26.12.2024 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.01.2017 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2016 წლის 15 მარტი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  შემოღებულ იქნეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან (მრავალბინიანი) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული  მიწის ნაკვეთები; დ) ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge , სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016023,  01/03/2011). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე დანართი ადგილობრივი ქონების  გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. 2. არარეზიდენტი საწარმოსთვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. 3. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 %-ით. 4. ფიზიკური პირისათვის – საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს: ა) 40000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი; ბ) 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 წყალკანალიზაციის სისტემის მოსამსახურე საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე (ქონება და მიწა) გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიური საქმიანობისათვის, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საუალო ღირებულების მიხედვით) 0.01% ოდენობით. მუხლი 4🔗 საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  და ტყის მიწებზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის და სახეობების მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: № მიწის  კატეგორიები წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე (ლარებში) 1 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო 60 2 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 19 3 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 15 4 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე 3 5 ტყის მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით: სახნავი საკარმიდამო - 60 ლარი; სათიბები - 19 ლარი; საძოვრები - 15 ლარი. მუხლი 5🔗 საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე და განისაზღვრება წელიწადში 1მ​2-ზე გაანგარიშებით, ლარებში. მუხლი 6🔗 ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი  განისაზღვროს 1-თ. მუხლი 7🔗 ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1მ​2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების  წლიური გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.