„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.019187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2016 წლის 15 მარტი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2013, 010220020.10.003.017425) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების:

1. მე-2  მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამავდროულად არის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“.

2. მე-6 მუხლის  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამმხრივი კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შესაბამისად,  სამმხრივი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ის უწყება, რომლის ადმინისტრაციულ შენობაშიც ხდება სამმხრივი კომისიის შეხვედრის გამართვა. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, სამმხრივი კომისიის შეხვედრები შესაძლოა გაიმართოს სხვა ადგილას, რომელთა ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას სამმხრივი კომისიის სამდივნოსთან ერთად ახორციელებს სამმხრივი კომისიის ის მხარე, რომლის ინიციატივითაც ხდება სამმხრივი კომისიის სხდომის სხვა ადგილას გამართვა.

8. სამმხრივ კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმხრივი კომისიის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე,  მისი დავალების, არყოფნის ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში – სამმხრივი კომისიის საქართველოს მთავრობის მხარის წევრი, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი