„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.03.2016
ძალის დაკარგვა 29.08.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარინა ხარხელაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.08.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 18.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2016 წლის 17 მარტი
დაბა თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.02.2011წ. სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016044) და „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15.03.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 470230000.35.154.016131)
.
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემარინა ხარხელაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესსა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური მდომარეობის გაუმჯობესებაში.
მუხლი 2🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება:
1. მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურება;
2. „C” ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით;
3. ჰემო-დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები;
4. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული და შშმ ბავშვების ოჯახები;
5. ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
6. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
7. დედ-მამით ობოლი ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
8. 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერად ფულადი დახმარება;
9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება;
10. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროსა და ვერცხლის მედალზე;
11. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატი.
მუხლი 3🔗. სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება)
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება:
ა) წინასწარი ამბულატორიული კვლევები;
ბ) სტაციონარული მკურნალობა.
2. სამედიცინო მომსახურება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით (ან კერძო დაზღვევით) თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება 1000 (ათას) ლარამდეა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 25%-მდე;
ბ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება 1000 (ათასი) ლარიდან 3000 (სამი ათას) ლარამდეა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 30%-მდე;
გ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება 3000 (სამიათასი) ლარიდან 5000(ხუთი ათას) ლარამდეა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 35%-მდე;
დ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 5000(ხუთიათასი) ლარის ზევით თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 40%-მდე;
ე) გამონაკლის შემთხვევაში ოჯახის ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაფინანსება 100 %-მდე (კომისიის გადაწყვეტილებით –
100 %-ით)
;
3. სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით (ან კერძო დაზღვევით) მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 50 %-მდე.
4. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ან ინვოისი);
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
5. ანგარიშსწორება მოხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
6. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების განმეორებით დაფინანსების მიღება გამონაკლისის წესით შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 4🔗. „C” ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეებისათვის საჭირო გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები „C“ ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეები საჭირო კვლევისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას მიიღებენ 100% -ით.
2. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ანგარიშფაქტურა;
დ) ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 5🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემო-დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემო-დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას წელიწადში 400 (ოთხასი)ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი
;
გ) ჯანმრთელობის ცნობა
;
დ) საბანკო ანგარიში
;
ე) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 6🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ და შშმ ბავშვთა ოჯახების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
აგრეთვე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით დაუნის სინდრომით, აუტიზმით და შშმ ბავშვთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 (ასი)ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა)მშობლის ან მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ჯანმრთელობის ცნობა;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1.ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით მიიღებენ თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები:
ა) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემის მქონე მოქალაქეები;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) ოჯახები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულაა 65 000 -დან 80 000-მდე;
დ) მრავალშვილიანი ოჯახები;
ე) მარტოხელა დედები
.
2. განმცხადებელი, რომელიც არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ კომისიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. გამონაკლის შემთხვევებში (ხანძარი, ბუნებრივი სტიქია, ჯანმრთელობის მდგომარეობა) კომისიას უფლება აქვს გაზარდოს დახმარების თანხა 3000 (სამიათას) ლარამდე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაციის საფუძველზე.
4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ჯანმრთელობის ცნობა (ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემის მქონე მოქალაქეების შემთხვევაში)
დ) ხანძრის დამადასტურებელი დოკუმენტი
ე) საბანკო ანგარიში
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 8🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების ფინანსური დახმარება
1. 1.1 თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად მიიღებენ 200 (ორასი) ლარს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი).
1.2 თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწბის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 9🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1.თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის შესახებ;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 10🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში;
დ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 11🔗. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1.თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილის ოჯახის წევრი მიიღებს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს
.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღების განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 12🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების ერთჯერადი დახმარება, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროს და ვერცხლის მედალზე, აგრეთვე სტუდენტები, რომელთაც აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრიატი) დაამთავრეს წარჩინებით
1. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროს მედალზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ვერცხლის მედალზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 300 (სამასი)ლარის ოდენობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრიატი) გაიცემა დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი
;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) სკოლის (უმაღლესი სასწავლებლის)წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს გამგეობაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, გამგებლის ბრძანებით იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ.
3. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის ჩატარება შეიძლება ნებისმიერ დროს.
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას მოქალაქისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
5. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
7. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი უფლებამოსილია, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, ოქმს თან დაურთოს წერილობითი მოსაზრება.
9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა.
10. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე.
11. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ანგარიშსწორებას ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
12. საჭიროების შემთხვევაში მიღებული ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს, საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
13. შესრულებული სამუშოს შესახებ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი ახდენს ბრძანებაში დაფიქსირებული თანხის გადარიცხვას.