„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“

მიღების თარიღი 11.01.2016
ძალაში შესვლა 09.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №35-91
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016387
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2016
matsne.gov.ge 8,550 სიტყვა · ~43 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2016 მიღება
09.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
პროგრამის სფერო: 2015 წლის USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარება
სამოქალაქო საზოგადოება $800 000
სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის $200 000
ჯამური თანხა $ 1, 000, 000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 22.12.2015 ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 21.05.2021 „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 22.12.2015 შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის მოქმედი როგორც რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 01.05.2015 ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 24.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ  (DOAG) ძირითადი ტექსტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID No. AAG-114-G-16-00003 ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ  მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება 2016 წლის 11 იანვარი ფისკალური მონაცემები: სახაზინო სიმბოლო: 7215/161037 მიზანი: A2, A3 პროგრამის დარგი/ელემენტი:  A10/A044, A13/A058 ობლიგირებული თანხა:  $1,000,000  შეთანხმების ნომერი:  AAG-114-G-16-00003 შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ შინაარსი მუხლი1:  შეთანხმების მიზანი მუხლი 2🔗:  განვითარების ამოცანა და შედეგები ნაწილი 2.1. განვითარების  ამოცანა ნაწილი 2.2. შედეგები ნაწილი 2.3. დანართი 1, განვრცობილი აღწერა მუხლი 3🔗:  მხარეთა მონაწილეობა პუნქტი 3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მონაწილეობა პუნქტი 3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა მუხლი 4🔗:  საქმიანობის დასრულების თარიღი მუხლი 5🔗:  თანხის გადახდის წინაპირობები პუნქტი 5.1. პირველი გადახდა პუნქტი 5.2. შეტყობინება პუნქტი 5.3. წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღები მუხლი 6🔗:  სპეციალური დებულებები მუხლი 7🔗:  სხვადასხვა პუნქტი 7.1. კომუნიკაცია პუნქტი 7.2. წარმომადგენლები პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულების დანართი პუნქტი 7.4. ცვლილებები პუნქტი 7.5. ძალაში შესვლა პუნქტი 7.6. შეთანხმების ენა დანართი 1:  განვრცობილი აღწერა დანართი  2:  სტანდარტული დებულების დანართი                              შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ  (DOAG) 2015 წლის 11 იანვარი ამერიკის შეერთებული შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ( შემდგომში „USAID”) და საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები“) მუხლი 1🔗: შეთანხმების მიზანი შეთანხმება განვითარების მიზნის  შესახებ (შემდგომში, „შეთანხმება“) მიზანია ასახოს შეთანხმების ზემოაღნიშნულ მხარეთა (შემდგომში, „მხარეები“) ურთიერთთანხმობა მომდევნო მუხლით გათვალისწინებულ განვითარების ამოცანასთან. მუხლი 2🔗:   განვითარების ამოცანა და შედეგები შეთანხმების განვითარების  ამოცანები („ამოცანები”) უფრო მეტად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება . პუნქტი 2.2. შედეგები აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ, რათა მიაღწიონ შემდეგს: სამიზნე ჯგუფების მზარდი ჩართულობა. პუნქტი 2.3. დანართი 1, განვრცობილი აღწერა. თანდართულ 1-ლ დანართში ვრცლად არის აღწერილი ზემოაღნიშნული ამოცანა და შედეგები. 2.1 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის  და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული შედეგების განმარტებების ფარგლებში, უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა შესაძლოა დანართ 1-ში შეიტანონ დამატებები, ურთიერთშეთანხმებული განხორციელების წერილების საფუძველზე.  მუხლი 3🔗: მხარეთა მონაწილეობა პუნქტი 3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მონაწილეობა. (ა) გრანტი. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, და წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო  გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ მილიონ ამერიკის შეერთებული შტატების ( „აშშ") დოლარს ($1,000,000) ( შემდგომში „გრანტი“). (ბ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა. ამოცანის შესასრულებლად  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა შეადგენს ოთხი მილიონ ცხრაას ორმოცდათორმეტი ათას აშშ დოლარს ($4,952,000), რომელიც გაიცემა ზრდადი ოდენობით. შემდგომი ზრდადი თანხების გაცემა დამოკიდებული იქნება ამ მიზნით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის გამოყოფილი სახსრების არსებობაზე, რომელთა გაცემაც შეიძლება განხორციელდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. შეთანხმების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ მონაწილეობის ყოველი გაზრდილი თანხა, თუ ამგვარი რამ მოხდება, ჯამობრივად გაზრდის 3.1(ა) პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხის მთლიან ოდენობას, რის შედეგადაც ასევე შესაძლოა გაიზარდოს 3.2. პუნქტით გათვალისწინებული გრანტის მიმღების მონაწილეობის თანხა. ამასთან, გრანტის მიმღები თანხმდება, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში ცნოს მონაწილეობის  თანხის გაზრდის ყველა  შემთხვევა, თუ ამგვარი რამ მოხდება. (გ)  იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეტაპზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განსაზღვრავს, რომ 3.1(ა) პუნქტით გათვალისწინებული მისი  მონაწილეობა აღემატება იმ გონივრულ თანხას, რომელიც შეიძლება გამოიყოს შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანის ან შედეგის  მისაღწევად მიმდინარე ან მომდევნო აშშ ფისკალურ წელს, გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება გაიტანოს ეს ჭარბი თანხა, რითაც შემცირდება 3.1(ა)  პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული ქმედებები არ განაპირობებს 3.1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი თანხის გადასინჯვას. პუნქტი 3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა (ა) გრანტის მიმღები თანხმდება გასცეს ყველა ის თანხა ან უზრუნველყოს ყველა იმ რესურსის მოზიდვა,  1-ლ დანართში მითითებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი თანხის დამატებით, რომელიც საჭიროა ამოცანის შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის, საქმიანობების დასრულების თარიღამდე  ან ამ თარიღისთვის. (ბ) გრანტის მიმღების მონაწილეობა, რომელიც ეფუძნება 3.1(ა) პუნქტით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის თანხას, არ უნდა იყოს $333,333 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები, რაც ასევე მოიცავს არაფულადი სახით განხორციელებულ მონაწილეობას. იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 3.1 (ა) პუნქტით გათვალისწინებული  საგრანტო თანხის ოდენობას თანდათან გაზრდის ან შეამცირებს, რომლის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს აღნიშნული პუნქტი, შესაბამისად, გაიზრდება ან შემცირდება გრანტის მიმღების მონაწილეობა თანხის ყოველი ამგვარი გაზრდის დროს ისე, რომ გრანტის მიმღების მონაწილეობა არ იყოს გრანტის იმ ერთი მესამედი ნაწილის ექვივალენტზე ნაკლები, რომელიც ისეთი საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენება, რომელთა განხორციელების შედეგადაც უშუალოდ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს, ან რომელთა განხორციელებაც მოითხოვს საქართველოს მთავრობის უშუალო და მნიშვნელოვან მონაწილეობას ამგვარი დახმარების ადმინისტრირების, კონტროლის ან მართვის თვალსაზრისით. გრანტის მიმღების მონაწილეობის ზუსტი თანხა უნდა აღინიშნოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობით შეტყობინებაში, რომელიც მომზადდება ყოველი ამგვარი გაზრდილი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების ამოცანის შესრულებაში გრანტის მიმღების დაგეგმილი მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ სახსრებზე, რომელიც გრანტის მიმღებს ექნება ამ მიზნისათვის და ასევე იმ სახსრებზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 3.1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული მთლიანი მიახლოებითი თანხის გამოყოფა. გრანტის მიმღები თავისი ფულადი და არაფულადი მონაწილეობის შესახებ მინიმუმ წელიწადში ერთხელ წარმოადგენს ანგარიშს იმ ფორმით, რომელიც შეთანხმებული იქნება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. მუხლი 4🔗: საქმიანობის დასრულების თარიღი (ა) საქმიანობის დასრულების თარიღი, რომელიც არის 2020 წლის 30 სექტემბერი ან სხვა თარიღი, რომელზეც შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ შეთანხმების მონაწილე მხარეები – არის ის თარიღი, როდესაც მხარეთა შეფასებით შეთანხმების ამოცანის შესასრულებლად საჭირო ყველა საქმიანობა დასრულდება.    (ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ გასცემს ან არ დაამტკიცებს იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება საგრანტო თანხის გაცემის ავტორიზაცია იმ მომსახურებისათვის ან საქონლისათვის, რომელთა მოწოდებაც განხორციელდა საქმიანობების დასრულების თარიღის შემდეგ. (გ) განხორციელების წერილებში აღწერილ საჭირო დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა გაეგზავნოს საქმიანობების დასრულების თარიღიდან არაუგვიანეს ცხრა (9) თვისა, ან სხვა იმ პერიოდში, რომელზეც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წერილობით დათანხმდება, რომ მათი წარმოდგენა მოხდეს აღნიშნულ ვადამდე, ან მის შემდგომ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება წერილობით შეტყობინება გაუგზავნოს გრანტის მიმღებს და შეამციროს საგრანტო თანხა სრულად ან მხოლოდ იმ ოდენობით, რომლის გადახდის შესახებ განხორციელების წერილებით განსაზღვრულ საჭირო დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად, არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნა ამგვარი პერიოდის გასვლამდე. მუხლი 5🔗: თანხის გადახდის წინაპირობები პუნქტი 5.1.  პირველი გადახდა გრანტით გათვალისწინებულ პირველ გადახდამდე ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის გაცემამდე, რომლის მიხედვითაც განხორციელდება თანხის გადახდა, გრანტის მიმღები, გარდა იმ შემთხვევისა,  თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით, ვალდებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაციები იმ ფორმით  და შინაარსით, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის: (ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის მისაღები იუსტიციის სამინისტროს დასკვნა იმის თაობაზე, რომ წინამდებარე შეთანხმება (i) სათანადოდ იქნა უფლებამოსილი ან რატიფიცირებული, და შესრულებული გრანტის მიმღების მიერ ან მისი სახელით,(ii) წინამდებარე შეთანხმება არის იურიდიული ძალის მქონე და იურიდიულად დამავალდებულია გრანტის მიმღებისთვის საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად, და (iii) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა ქვეყნის შიდა ღონისძიებებისა და დამტკიცების  განხორციელება უზრუნველყო გრანტის მიმღებმა ან უზრუნველყოფილ იქნა გრანტის მიმღებისთვის; და (ბ) ხელმოწერილი განცხადება იმ პირის სახელით, რომელიც გრანტის მიმღების დაწესებულებაში იკავებს 7.2. პუნქტში მითითებულ თანამდებობას ან მოვალეობის შემსრულებელია, და რომელიც სახელისა და თანამდებობის მითითებით დაასახელებს სხვა წარმომადგენლებს, თუკი ამგვარი პირები არსებობენ, რომლებიც იმოქმედებენ 7.2. პუნქტის შესაბამისად. პუნქტი 5.2.  შეტყობინება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს გრანტის მიმღებს მაშინ, როდესაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ წინაპირობა დაკმაყოფილდა. პუნქტი 5.3  წინამდებარე პირობების საბოლოო თარიღები 5.1. პუნქტით განსაზღვრული წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღი არის 90 დღე წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ან სხვა მომდევნო თარიღი, რომელზეც შესაძლოა მიღებულ იქნეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობითი თანხმობა ზემოაღნიშნული საბოლოო თარიღის დადგომამდე ან ამ თარიღის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ 5.1. პუნქტში მოცემული წინაპირობები არ დაკმაყოფილდა წინაპირობების შესრულების ზემოაღნიშნულ საბოლოო თარიღამდე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება  გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.   მუხლი 6🔗. სპეციალური დებულებები (ა) გრანტის მიმღები, საქართველოს მთავრობის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, ვალდებულებას იღებს და თანხმდება, რომ უფასოდ და დროულად გასცემს, განაახლებს და/ან ვადას გაუგრძელებს ყველა ოფიციალურ ნებართვას, ვიზას, შეღავათებს და სხვა ნებართვებს (მათ შორის ყველა იმ ნებართვას, რომელიც შეიძლება პერიოდულად საჭირო იყოს ინფორმაციაზე სრული ხელმისაწვდომობის, პროექტის განხორციელების ადგილებსა და შესაბამის უწყებებში სრული დაშვების უზრუნველყოფისათვის) იმ შესაბამისი პირებისთვის (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს (ერთობლივად „მოთხოვნილი დოკუმენტები“). ამ დებულების მიზნებისათვის შესაბამის პირებს წარმოადგენენ: (i) ნებისმიერი კონტრაქტორის, გრანტის მიმღების და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები და კონსულტანტები, რომლებიც ახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს, და (ii) ამ თანამშრომლებისა და კონსულტანტების  ოჯახის წევრები. ასევე უფასოდ უნდა განხორციელდეს მოთხოვნილი დოკუმენტების განახლება ან ვადის გაგრძელება, რომელიც მოითხოვება, ან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს კანონმდებლობით, რათა ზემოაღნიშნულმა თანამშრომლებმა, კონსულტანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლეგალურად იცხოვრონ საქართველოში და განახორციელონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული და დაფინანსებული საქმიანობები.    (ბ) სახსრების ქვევალდებულებით, ქვეკონტრაქტით გადაცემა და თანხების გადახდა. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანხების გადახდასთან დაკავშირებით გრანტის მიმღები თანხმობას გამოთქვამს, რომ პუნქტ 5.1-ში გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემდეგ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეეძლება შემდგომი დამტკიცებისა ან შეთანხმების გარეშე ქვედააფინანსოს, გამოუყოს თანხები და გადაუხადოს საგრანტო ფინანსური საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომია პუნქტ 3.1.(ა) შესაბამისად, ასეთი კონტრაქტებისა და გრანტების მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეულ პირებს , იმ   პირობით, რომ ასეთი ოპერაციები და გადახდა შესაბამისობაში იქნება I დანართში გათვალისწინებულ პირობებთან (განვრცობილი აღწერა). (გ)აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კვარტალურად უნდა შეატყობინოს გრანტის მიმღებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პირდაპირი გზით განხორციელებული ყველა გადახდის  შესახებ და მიაწოდოს გრანტის მიმღებს ინფორმაცია ასეთი გადახდების რაოდენობასა და მიზნის (მიზნების) შესახებ.  მუხლი 7🔗. სხვადასხვა    პუნქტი 7.1. კომუნიკაცია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ ნებისმიერი შეტყობინება, მოთხოვნა, დოკუმენტი ან სხვა სახის კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს  წერილობით, ტელეგრამის, ტელეფაქსის, კაბლოგრამის, ან ელექტრონული ფოსტის („e-mail”) მეშვეობით, და ისინი მიიჩნევა სათანადოდ გაგზავნილად, როდესაც მხარე მიიღებს შემდეგ მისამართზე: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო          მისიის დირექტორი                                                                                          ამერიკის შეერთებული შტატების                                                                                          საელჩო საქართველოში                                                                                          გიორგი ბალანჩინის ქ. №11                                                                                          თბილისი 0131                                                                                          საქართველო ტელეფაქსი:                                                                                                                                        (995) 322 544 145 ელ.ფოსტა:                                                                                                                                                                                                                     DOAG_Georgia@usaid.gov გრანტის მიმღების საფოსტო მისამართი:                    ფინანსთა სამინისტრო                                                                                        გორგასლის ქ. №16                                                                                        თბილისი, საქართველო ტელეფაქსი:                                                                   (995) 322 262423 ყველა ამგვარი კომუნიკაცია იწარმოებს ინგლისურ ენაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან წერილობით. მეორე მხარის შეტყობინების შემდეგ აღნიშნული მისამართები შეიძლება შეიცვალოს სხვა მისამართებით. პუნქტი 7.2. წარმომადგენლები წინამდებარე შეთანხმებასთან  დაკავშირებული ყველა მიზნისათვის  გრანტის მიმღები წარმოდგენილი იქნება პირით, რომელიც ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, ან მისი მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება მისიის დირექტორის ან მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირით. წერილობითი შეტყობინების სახით თითოეულ წარმომადგენელს შეუძლია დაასახელოს დამატებითი წარმომადგენლები ყველა სხვა მიზნისთვის, გარდა შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ხელმოწერისა, ან  2.3. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისა, რაც გულისხმობს  1-ლ დანართში დამატებების შეტანას. გრანტის მიმღების დამატებითი წარმომადგენლების სახელი, გვარი და თანამდებობა 5.1.(ბ) პუნქტის შესაბამისად წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელიც სათანადოდ გაფორმებულად მიიჩნევს ნებისმიერ საშემსრულებლო დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილი იქნება დასახელებული დამატებითი წარმომადგენლების მიერ (ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომელიც შეცვლის ამ პირს, ან იქნება მოვალეობის შემსრულებელი) 7.2. პუნქტის შესაბამისად იმ დრომდე, სანამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ მიიღებს წერილობით შეტყობინებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულებების დანართი სტანდარტული დებულებების დანართი (მე-2 დანართი) თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს. პუნქტი 7.4. ცვლილებები/შესწორება მხარეთა  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილი იქნეს ცვლილებები, რომელიც გაფორმდება  წერილობითი ფორმით და ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმება და ასეთი შესწორებები ჩაითვლება შეთანხმების განუყოფელ ნაწილად. პუნქტი 7.5. ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა აშშ-ის მიერ, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი, წერილობით ნოტიფიკაციის მიღების დღიდან, იმის თაობაზე,  რომ გრანტის მიმღებმა შეასრულა შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო ქვეყანაში არსებული ყველა ლეგალური  მოთხოვნა. პუნქტი 7.6. შეთანხმების ენა წინამდებარე შეთანხმება  მომზადებულია ინგლისურ და ქართულ ენებზე.  ამ ორ ვერსიას შორის შეუსაბამობის ან გაურკვევლობის არსებობის შემთხვევაში,  უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას. რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და გრანტის მიმღები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ამ შეთანხმების დასაწყისში მითითებულ დღეს და წელს. ამერიკის შეერთებული შტატები:                                        საქართველო: წარმომადგენელი:   (ხელმოწერილია)                    წარმომადგენელი: (ხელმოწერილია)     დუგლას ჰ. ბოლი                                                                      ნოდარ ხადური აშშ-ს საერთაშორისო განვითარების                            საქართველოს ფინანსთა მინისტრი სააგენტოს მისიის დირექტორი                                             დანართი 1 განვრცობილი აღწერა განვითარების მიზნის შეთანხმება (DOAG) მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების შესახებ I. შესავალი წინამდებარე დანართში აღწერილია ის პროექტები, აქტივობები და შედეგები, რომელთა დაფინანსება მოხდება წინამდებრე შეთანხმების განვითარების მიზნის თანახმად, რომლის ამოცანას წარმოადგენს სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანმრთელი საზოგადოების განვითარება. დანართში არსებული არცერთი პუნქტი არ ცვლის შეტანხმებაში მოცემულ განმარტებებს ან პირობებს.             II. ზოგადი მიმოხილვა საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიული რეფორმების წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ერთიანი ან ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. აუცილებელია თითოეული მოწყვლადი ჯგუფის საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვა და მათი წარმომადგენლების, როგორც საზოგადოების ჯეროვნად დაფასებული მოქალაქეების პატივისცემა, რათა მათ შეძლონ როგორც საკუთარი წვლილის შეტანა, ასევე ქვეყნის ბოლოდროინდელი მიღწევებით სარგებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ასეთი ჯგუფი განსაკუთრებულ გარემოებათა მთელს წყებას აწყდება, რაც მათი საზოგადოებრივი ჩართულობის დონეს ზღუდავს. არსებობს ისეთი დაბრკოლებებიც, რომელიც ყოველი ასეთი ჯგუფისთვის საერთოა, მაგალითად:  შეუწყნარებლობა, სტიგმატიზაცია, კონკრეტული ჯგუფების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის სიმწირე, სტერეოტიპები და ამ ადამიანების ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური საქმიანობიდან გარიყვა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, დღეისათვის დაახლოებით 141,000 ადამიანი იღებს სახელმწიფო პენსიას შეზღუდული შესაძლებლობების გამო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის გათვლებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საშუალოდ, მოსახლეობის დაახლოებით10 პროცენტს შეადგენენ მსოფლიო მასშტაბით. ამ მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა 400,000-ს უნდა აჭარბებდეს.  აღნიშნული რაოდენობა მოიცავს ყველა ტიპის უნარშეზღუდულობის მქონე პირებს (მძიმე უნარშეზღუდულობის ჩათვლით). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 124,021 უნარშეზღუდული ადამიანია რეგისტრირებული.  უნდა აღინიშნოს, რონ საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანთა უმეტესობას ურჩევნიათ მიიღონ ასაკობრივი პენსია, რადგან ის აღემატება უნარშეზღუდული პირებისთვის განკუთვნილ დახმარების სოციალურ პაკეტს. ბოლო ხანებში გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შექმნილ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც დისკრიმინაციის ყველაზე მწვავე ფორმების აღმოსაფხვრელად ყველა ღონეს მიმართავენ/ხმარობენ. მაგრამ არსებული პრობლემების დასაძლევად ისეთი ძალისხმევაა საჭირო, რომელიც ამ ორგანიზაციათა შესაძლებლობებს აღემატება, განსაკუთრებით იურიდიული დახმარების გაწევის, ინფორმაციის მიწოდების და სერვისებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ბოლო წლების მანძილზე საქართველოში განხორციელდა ბავშვზე ზრუნვის სისტემის ძირეული რეფორმირება, რომლის შედეგადაც საბჭოთადროინდელი დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებები –   ბავშვთა სახლები  ოჯახური გარემოსთან მიახლოებულმა მომსახურებებმა ჩაანაცვლა. დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ 2005 წლიდან დღემდე, დიდი ზომის  ბავშვთა სახლების უმრავლესობა დაიხურა  (მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ 2 ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს შშმ ბავშვებისთვის). ინსტიტუციური ზრუნვის სისტემის ალტერნატივის სახით, საქართველოს მთავრობამ, დონორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის მთელი ქსელი შექმნეს. ასეთი საშუალებებია: მინდობით აღზრდა (მათ შორის ნათესაური, არანათესაური, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), ბავშვთა (მათ შორის შშმ ბავშვთა) დღის ცენტრები და უკიდურეს შემთხვევებში, ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლები (თითოეული არაუმეტეს 10 აღსაზრდელის მომსახურებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით უპრეცედენტო პროგრესს მიაღწია, გაერთიანებული ოჯახების განსამტკიცებლად, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი და ჯერ კიდევ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების უფლებათა დასაცავად ისევ ბევრი საჭირბოროტო საკითხია მოსაგვარებელი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეთნიკურ უმცირესობებზე ორიენტირებული პროგრამები ახალგაზრდა ბენეფიციარების საჭიროებებზე იყოს მორგებული. ახალგაზრდები კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრის, უმაღლესი და პროფესიულ- ტექნიკური განათლებისა და ჯანდაცვის (ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე გათვლილი) პროგრამების სამიზნე ჯგუფსაც წარმოადგენენ. ახალგაზრდობაზე ორიენტაციის აღება არსებით მნიშვნელობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი ახალგაზრდობის სამომავლო როლს საქართველოს შეუქცევადი განვითარების საქმეში და, აგრეთვე, იმ ინვესტიციებს, რომლებიც დღეს უნდა ჩაიდოს აღნიშნულ საქმიანობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებში, რომელთა მიზანი  სწავლების აქტიური მეთოდების, სამოქალაქო აქტივობის, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა იყო. 2009 -2014 წწ. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმის მიერ დასახული ამოცანების შესაბამისად, აღნიშნულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს უმცირესობათა მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას; უმცირესობებს შორის საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას; ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ან პოლიტიკური კუთვნილების საბაბით სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ადვოკატირებას. სააგენტოს ხელშეწყობით ასევე დაარსდა გენდერის საკითხზე მომუშავე სამუშო ჯგუფი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს, ჩატარდა ტრენინგები ქალებისთვის, დამოუკიდებელი და პარტიული კანდიდატებისთვის, ქალთა ე.წ. „თვითდახმარების 18 ჯგუფისთვის" შემდეგ თემებზე - გენდერული თანასწორობა, ადამიანის ძირითადი უფლებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ლიდერის უნარ-ჩვევები და ბიზნესინიციატივები. აღნიშნული მიღწევების მიუხედავად, უმცირესობების, ქალების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაუმჯობესება საკვანძო მნიშვნელობას იძენს ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობის და საქართველოს მდგრადი, დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკისა და დასავლეთზე ორიენტირებული გარდაქმნის საქმეში. III. დაფინანსების გეგმა პროგრამის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების გეგმა მოცემულია თანდართულ ცხრილში (იხ. დანართი 1, ბმული ა)  IV. დაგეგმილი შედეგები განსახორციელებელი პროექტების ძირითადი ამოცანაა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა თანასწორუფლებიანი ეკონომიკური ზრდისა და მართვის საკითხებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის საწინდარია. კონკრეტული შედეგების მისაღწევად განხორციელდება პროექტები შემდეგ სფეროებში: უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და რეგულირების სფეროთა რეფორმა, სამიზნე ჯგუფების გაფართოებული წარმომადგენლობა ხელისუფლების სამივე შტოში როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი ინიციატივები, საზოგადოების მრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერა მედიასაშუალებების და საგანმანათლებლო დაწესებულებების და საქართველოს მთავრობის სატრენინგო სასწავლო პროგრამებისა და კურსების გამოყენებით. შედეგად, საქართველოში გაიზრდება ქალთა, უმცირესობათა და სხვა სამიზნე ჯგუფთა წარმომადგენლობა და ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკური, სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების საქმიანობაში როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. V. ინდიკატორები მხარეები შეაფასებენ პროგრესს შუალედური შედეგებისა და განვითარების მიზნის მიღწევაში შემდეგი ინდიკატორების გამოყენებით: ·  მშვიდობის გლობალური ინდექსი · სამოქალაქო ინტეგრაციის ინდექსი (CII) სამიზნე სამთავრობო სტრუქტურებში ქალთა პროცენტული შემადგენლობა ·  ქალთა პროცენტული რაოდენობა მმართველობის სამიზნე დონეებზე · ქალთა პროპორციული შემადგენლობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავენ პროდუქტიული ეკონომიკური რესურსების (აქტივები, კრედიტები, შემოსავლები და დასაქმება) ხელმისაწვდომობის გაზრდას · მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა შესაძლებლობების ზრდა, რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებების ადვოკატირება (PIRS-ში პროგრესის შეფასება მოხდება 1-10 შკალის გამოყენებით) – დაფიქსირდება შკალაზე ზრდის მაჩვენებელი VI. პროექტები შუალედური შედეგი: სამიზნე ჯგუფებში მზარდი ჩართულობა. განხორციელდება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში მცხოვრები მარგინალიზებული ჯგუფების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემდგომ ინტეგრაციას ქვეყნის პოლიტიკური, სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების საქმიანობაში. საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა მზარდი ინტეგრაცია განვითარების თვალსაზრისით საქართველოს საზოგადოება არაერთი ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე დგას. ისინი განსაკუთრებული სიმწვავით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იჩენენ თავს. ამგვარ გამოწვევებს შორისაა სამოქალაქო აქტივობის მაღალი დონე, საქართველოს ფართო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის სიმწირე, ინტეგრაციის ხელშეწყობაზე გამიზნული სამთავრობო პოლიტიკის არასრული სახით განხორციელება, და უმცირესობათა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდული ფორმით, მხოლოდ არჩევნების დროს მონაწილეობა. ამ ადამიანებისათვის საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების გზები ხშირად გაუგებარია. შესაძლოა, ისინი ამგვარ მონაწილეობას უფრთხიან კიდეც, აღიქვამენ რა მათ ასიმილაციის და ეთნიკური, კულტურული და ენობრივი იდენტობის დაკარგვის საფრთხედ. სააგენტოს აქტივობები გააღრმავებენ  საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, რომლის მთავარი ორიენტირი ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდა იქნება. აღნიშნული საქმიანობის ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირება და განათლება ქვეყნის ეთნიკური, კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების, როგორც ფასეულობის შესახებ მედია საშუალებების გამოყენებითა და მთავრობასა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზით. ახალგაზრდებისთვის განხორციელდება პროგრამები. მათ შორის იქნება სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ახალგაზრდული კლუბის შექმნა, ბანაკების მოწყობა, გაცვლითი პროექტების განხორციელება და სოციალური მედიის საშუალებათა გამოყენება მთელი ქვეყნი მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მხარეებში მცხოვრები ახალგაზრდობის ჩართვას. გაწეული დახმარების კვალდაკვალ მოხდება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და ეთნიკურ უმცირესობათა დიასპორის წარმომადგენლებისა და ინვესტორების დაკავშირება. სამიზნე ჯგუფები შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას სამოქალაქო აქტივობის ამაღლების კუთხით; მათ ასევე მიეცემათ საქართველოს სხვა მხარეებში მცხოვრებ ადამიანებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული პროექტები ბიძგს მისცემენ რეგიონებში ახალგაზრდობის აქტივობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ოჯახებს შორის ურთიერთობების დამყარებას, ქვეყნის მრავალფეროვანი საზოგადოების, როგორც საყოველთაო ღირებულების შეფასებას, სტერეოტიპების აღმოფხვრას, და აღნიშნული ჯგუფების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სამთავრობო სტრუქტურების რეაგირების და მოქმედების ეფექტურობის გაუმჯობესებას. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული  ტოლერანტობის ცენტრის ეთნიკური უმცირესობების საბჭოს საქმიანობას, როგორც მთავრობასა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის ურთიერთობების და საქართველოს მთავრობის მიერ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის  (რომელიც ამავდროულად მრავალფეროვნებასთან  დაკავშირებული საკითხების მართვის მექანიზმია) მონიტორინგის მნიშვნელოვან მექანიზმს. განხორციელებული პროექტების შედეგად გაიზრდება ახალგაზრდობის აქტივობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; უფრო გასაგები გახდება საზოგადოების მრავალფეროვნების მნიშვნელობა; ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონებში  ადამიანთა ყოველდღიური  ცხოვრების პირობების შესახებ; დაიხვეწება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხების მენეჯმენტის, სამოქალაქო ჩართულობის და ახალგაზრდებთან მუშაობის უნარ-ჩვევები. ქალთა წარმომადგენლობის, მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა განხორციელებული პროექტების ფარგლებში სააგენტო ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს გენდერულ თანსწორობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის სრულფასოვან განხორციელებას. მაგალითად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე მოხდება გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის იმ ასპექტების შესრულება, რომელიც ეხება ქალი მეწარმეების გაძლიერებას, ქალის სამშვიდობო როლის გაფართოებას და ქალთა ქვეყნის პოლიტიკურ  ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას. სააგენტოს საქმიანობა დაეხმარება საქართველოს მთავრობას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2011 წელს მიღებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაშიც. ზოგიერთი პროექტი განხორციელდება იმ კონკრეტულ ლიდერ ქალებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობის გზით, რომელთაც აქვთ მომავალი ლიდერი ქალების მხარდაჭერის და მათთვის მენტორინგის გაწევის სურვილი. აღნიშნულ საქმიანობაში ჩაერთვება მედიაც, რათა მოხდეს არსებული პოლიტიკისა და ინსტიტუციონალური ცვლილებების გაღრმავება საზოგადოებაში ქალთა მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესების გზით. განხორციელდება გენდერულ საკითხებთან დაკაშირებული კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობაც. დახმარება მოწყვლადი ჯგუფებისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააგრძელებს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარების გაწევას მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით. აღნიშნულ ჯგუფებში მოიაზრებიან იძულებით გადაადგილებული პირები,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩათვლით), მოწყვლადი ახალგაზრდობა და ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული პირები. სააგენტოს პროექტები მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების სტრატეგიის დანერგვას საქართველოში მოქმედ ყველა სკოლაში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას. სააგენტოს პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატუსის კლასიფიკაციის, შესაბამისი პრივილეგიების და სოციალური მომსახურების პაკეტების გადასინჯვა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეცეთ განათლების მიღების, დასაქმების და სოციალური ინტეგრაციისთვის საჭირო შესაძლებლობები. ასევე, განხორციელდება აქტივობები ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად.  VII. მხარეთა როლი და ვალდებულებები ა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა VI პუნქტში აღწერილ აქტივობებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განახორციელებს კერძი კომპანიებთან ,არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან  და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონტრაქტების, კოოპერაციული ხელშეკრულებებისა და საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება ითვალისწინებს მათი შესრულებისთვის საჭირო თანხების გამოყოფას. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაიცავს სააგენტოს კონტრაქტებისა და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და წესებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მჭიდრო კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული აქტივობების განხორციელებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ პარტნიორ ორგანიზაციებთან. შეძლებისდაგვარად, სააგენტო პროექტებს განახორციელებს ქართული კომპანიების და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. კვარტალში ერთხელ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისია კავკასიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვარტალურ ანგარიშებს, რომლებშიც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგები აისახება. ბ. საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობამ დაიწყო გაეროს კონვენციებისა და სხვა რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების განხორციელება, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა, ახალგაზრდების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. 2014 წლის 7 მაისს, ხელი მოეწერა კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (ანტიდისკრიმინაციული კანონი), რომლის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი  ფორმის აღმოფხვრა და ყველა პირისთვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯხური მდგომარეობის, ორსულობის ან დედობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ანტიდისკრიმინაციული კანონი გაეროს კონვენციის და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის დებულებებს ისახავს. ის ასევე დასაბამს უდებს საქართველოში აღნიშნული კანონების განხორციელებას. გრანტის მიმღები იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონის სულისკვეთების ერთგული და ის უზრუნველყოფს ამ კანონის ცხოვრებაში გატარებას და განხორციელებას. გრანტის მიმღები გააგრძელებს გაეროს კონვენციებისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესრულებას, ის დარჩება ანტიდისკრიმინაციული კანონის სულისკვეთების ერთგული და უზრუნველყოფს ამ კანონის ცხოვრებაში გატარებას და განხორციელებას. VIII.  გარემოს დაცვა გარემოზე ზემოქმედების საწყისი კვლევა (IEEs), გარემოზე ზემოქმედების შეფასება (EA), და სხვა დოკუმენტები მომზადდება და დამტკიცდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბიუროს გარემოს დაცვის ოფიცერის მიერ წინამდებარე შეთანხმებაში შესული ყველა პროექტისთვის. აღნიშნული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ საქმიანობის მჭიდრო კოორდინაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მენეჯერებთან და მისიის გარემოს დაცვის ოფიცერთან, იღებენ დამტკიცებულ IEE-ში  მოყვანილი პირობების შესრულების პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს გარემოს დაცვის პროცედურების შემუშავებას და დანერგვას გარემოზე პროექტის შესაძლო ზემოქმედების უვნებელსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ IEE დაადგენს, რომ მოცემულმა პროექტმა შესაძლოა გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, პროექტის განხორციელება არ დაიწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ნებართვის გარეშე ვიდრე IEE-ში აღნიშნული ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება. IEE და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ:  http://gemini.info.usaid.gov/egat/envcomp/report_ecr.php               IX. მონიტორინგი და პროექტის შესრულების შეფასება მიმდინარე პროექტების უწყვეტი მონიტორინგი თანამშრომლობის პრინციპით განხორციელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და პროექტში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიამ კავკასიაში პროექტების შესრულების მენეჯმენტის გეგმა (PMP) შეიმუშავა. მასში მოცემული ინდიკატორების სია V პუნქტში შეგიძლიათ იხილოთ. ინდიკატორებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი მოხდება რეგულარულად. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების ანგარიშები და მათი წარდგენის ვადები, როგორც წესი, შემდეგი სახის იქნება: (1)  წლიური სამუშაო გეგმა/განხორციელების გეგმა (მონიტორინგისა და პროექტის შესრულების შეფასების გეგმის ჩათვლით.) ისინი წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ორი თვის შემდეგ. მომდევნო წლიური სამუშაო გეგმები/ განხორციელების გეგმები წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას 12 თვის შემდეგ. (2) პროექტის შესრულების კვარტალური ანგარიშები და ფინანსური ანგარიშები წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში ყოველი კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. პროექტების შესრულების შეფასება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში მოხდება. შეფასება პროექტების და აქტივობების ხარისხი და ის ცვლილებები და შესწორებები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია შესაბამის სექტორებში ქვეყნის პრობლემების უფრო ეფექტური გზით გადასაჭრელად. გარდა ამისა, განისაზღვრება, თუ რამდენად ახერხებს მოცემული პროექტი დაგეგმილი შედეგების მიღწევას  და პროგრამის მენეჯმენტისა და სამომავლო პროგრამების დასახვეწად საჭირო გამოცდილების დაგროვებას. მონიტორინგისა და შეფასების მიზნით დაგეგმილი საქმიანობა საქართველოს მთავრობის შესაბამის სამინისტროებთან, სააგენტოებთან და სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე.      X. იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართის B.5 პუნქტში მოცემულ აუდიტთან დაკავშირებულ დებულებებთან მიმართებაში (სანტარტული დებულებები) მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო პირდაპირ დააფინანსებს განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი აქტივობის განსახორციელებლად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აუდიტთან დაკავშირებულ დებულებებს ჩადებს აღნიშნულ პარტნიორ ორგანიზაციებთან დადებულ იმპლემენტაციის შეთანხმებაში, რაც ჩაანაცვლებს აღნიშნული პუნქტის შესაბამისად გრანტის მიმღების მიერ სავალდებულო აუდიტორული გაგმების წარდგენის ვალდებულებას.   დანართი 1, ქვედანართი „ა" ფინანსური გეგმა: განვითარების მიზნის შეთანხმება უფრო მეტად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების შესახებ  პროგრამის სფერო: 2015 წლის USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარება USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხა  სამოქალაქო საზოგადოება $800 000 $ 4 000 000  სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის $200 000 $952,000 ჯამური თანხა $ 1, 000, 000 $4,952,000 დანართი 2 სტანდარტული დებულებები შინაარსი მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები პუნქტი ა.1. განსაზღვრებები პუნქტი ა.2. განხორციელების წერილები მუხლი ბ: ზოგადი დებულებები პუნქტი ბ.1. კონსულტაციები პუნქტი ბ.2. შეთანხმების განხორციელება პუნქტი ბ.3. საქონლის და მომსახურების გამოყენება პუნქტი ბ.4. დაბეგვრა პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტორული  შემოწმებები და ინსპექტირება პუნქტი ბ. 6. ინფორმაციის სისრულე პუნქტი ბ.7. სხვა გადასახდელები პუნქტი ბ. 8. ინფორმაცია და აღნიშვნები მუხლი გ: შესყიდვის პროცედურები        პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა პუნქტი გ.3. გეგმები, სპეციფიკაციები და კონტრაქტები პუნქტი გ. 4. გონივრული ფასი პუნქტი გ. 5 პოტენციური მომწოდებლების შეტყობინება პუნქტი გ. 6. ტრანსპორტირება პუნქტი გ. 7. დაზღვევა პუნქტი გ. 8. აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება პუნქტი გ. 9. შესყიდვები და გასაცემი თანხები მუხლი დ: გადახდები პუნქტი დ. 1. გადახდების ფორმები პუნქტი დ. 2. სავალუტო გაცვლითი კურსი მუხლი ე: შეთანხმების შეწყვეტა; სამართლებრივი დაცვის საშუალებები პუნქტი ე.1. შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება პუნქტი ე. 3. უფლებამოსილების შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში პუნქტი ე. 4. უფლების გადაცემა მუხლი ვ: სხვადასხვა პუნქტი ვ.1. ინვესტიციების ხელშეწყობა პუნქტი ვ.2. ნარკოტიკებით მოვაჭრეების დახმარების აკრძალვა პუნქტი ვ. 3. მომუშავეთა უფლებები პუნქტი ვ.4. ტერორისტების დაფინანსება სტანდარტული დებულებები მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები პუნქტი ა. 1. განსაზღვრებები წინამდებარე დანართში აღნიშნული „შეთანხმება“ მიუთითებს განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის დანართსა და შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს წინამდებარე დანართი. დანართ 1-ში არსებული არცერთი პუნქტი არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული იმგავარდ, რომ ცვლიდეს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ განმარტებებსა და პირობებს.   პუნქტი ა.2. განხორციელების წერილები წინამდებარე შეთანხმების  განხორციელებაში დახმარების მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო პერიოდულად მოამზადებს განხორციელების წერილებს, რომელშიც შეიტანს დამატებით ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე შეიძლება ერთობლივად მოამზადონ განხორციელების წერილები, რათა დაადასტურონ და წერილობით გადმოსცენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ასპექტებთან დაკავშირებული საერთო აღქმა/თანხმობა. განხორციელების წერილები ასევე შეიძლება მომზადდეს წინამდებარე შეთანხმებასთან  ნებადართული გადასინჯვის ან გამონაკლისის შემთხვევების წერილობითი ასახვის მიზნით. მუხლი ბ: ზოგადი დებულებები პუნქტი ბ. 1. კონსულტაციები მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელება. ამ მიზნით მხარეები ერთმანეთის თხოვნით, გაცვლიან მოსაზრებებს შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელების, წინამდებარე შეთანხმებით  გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, და ყველა იმ კონსულტანტის, კონტრაქტორის, ან  მიმწოდებლის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ წინმდებარე შეთანხმების შესრულებაში, ასევე შეთანხმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.   პუნქტი ბ. 2. შეთანხმების განხორციელება გრანტის მიმღები ვალდებულია: (ა) განახორციელოს შეთანხმების ის საქმიანობები, რომელთა უშუალო განხორციელებაც (ან შესრულების უზრუნველყოფა) გრანტის მიმღებს მოეთხოვება ან უზრუნველყოს, რომ წინამდებარე შეთანხმება და ამგვარი საქმიანობები შეასრულონ სათანადო გულისხმიერებით და ეფექტურობით, სათანადო ტექნიკური, ფინანსური და მმართველობითი პრაქტიკის, ასევე  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დამტკიცებული დოკუმენტების, გეგმების, სპეციფიკაციების, კონტრაქტების, შესრულების განრიგების და პირობების, ასევე მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებების დაცვით; და   (ბ) უზრუნველყოს კვალიფიციური და გამოცდილი ხელმძღვანელების გამოყოფა და მოამზადოს ამგვარი კადრი წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქმიანობების წარმართვისა და განხორციელებისათვის, ასევე განგრძობითი შინაარსის საქმიანობების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმართვა და განხორციელება ისე, რომ მიღწეულ იქნეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და პროგრამის კომპონენტების განგრძობადობა და წარმატებული განხორციელება.    პუნქტი ბ. 3. საქონლისა და მომსახურების გამოყენება წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ყველა საქონელი და მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სხვაგვარად იქნება განხორციელებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობით დოკუმენტში, გამოყენებულ იქნება შეთანხმების შესასრულებლად იმ დრომდე, სანამ არ დასრულდება ან არ შეწყდება ეს შეთანხმება, ხოლო შემდგომ (ასევე შეთანხმებების შეჩერების ნებისმიერ პერიოდში) გამოყენებულ იქნება შეთანხმების ამოცანის შესრულების შემდგომი ხელშეწყობისათვის, ან სხვა მიზნით, როგორც ამას განხორციელების წერილებში მიუთითებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.   პუნქტი ბ. 4. დაბეგვრა (ა) გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი გათავისუფლება. წინამდებარე შეთანხმება და შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება გათავისუფლებულია გრანტის მიმღების ქვეყანაში  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისაგან.   (ბ) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული ამ ქვეპუნქტში, (ა) ვრცელდება (1) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ საქმიანობაზე, კონტრაქტზე, გრანტზე ან განხორციელების შესახებ სხვა შეთანხმებაზე; (ზემოთ მოცემული (1) პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერ ოპერაციაზე ან საქონლის მოწოდებაზე, აღჭურვილობაზე, მასალებზე, ქონებასა და სხვა საქონელზე (შემდგომში ერთობლივად „საქონელი“); (3) კონტრაქტორებზე, გრანტის მიმღებზე ან სხვა ორგანიზაციაზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს; (4) ამგვარი ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელზე; და (5) ნებისმიერ კონტრაქტორზე ან გრანტის მიმღებზე,  რომლებიც არიან ფიზიკური პირები და ახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს. (გ) (ა) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდებისაგან   ზოგადი გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული წინამდებარე ქვეპუნქტში, ვრცელდება, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი გადასახადებით: (1)   გადასახადებისაგან გათავისუფლება 1. საბაჟო გადასახადები, ტარიფები, იმპორტის გადასახადები, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრების პირადი საკუთვნოებისა და პირადი მოხმარების ნივთების (მათ შორის, პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილების) იმპორტზე, გამოყენებასა და რეექსპორტზე. გადასახადებისაგან გათავისუფლება (1) მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ყველა გადასახდელით, რომელიც ეფუძნება ამგვარი იმპორტირებული საქონლის ღირებულებას, თუმცა არ მოიცავს მომსახურებაზე გადასახადებს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ საქონლის ან ტვირთის გადატანის მიზნით განხორციელებულ მომსახურებებს. (2) გადასახადებისაგან გათავისუფლება 2. საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადი, რომელიც შემოღებულია (i) ნებისმიერი სახის უცხო ქვეყნის ორგანიზაციებზე, (ii) ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ორგანიზაციების უცხო ქვეყნის თანამშრომლებზე, ან (iii) უცხო ქვეყნის კონტრაქტორ ფიზიკურ პირებსა და გრანტის მიმღებზე. გადასახადებისაგან გათავისუფლება (2) მოიცავს ყველა სახის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს და ყველა იმ გადასახადს, რომელიც შემოღებულია უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქონებაზე როგორც პირადზე, ასევე უძრავ ქონებაზე. ტერმინი „ადგილობრივი" მიუთითებს იმ ორგანიზაციებზე, რომელიც დაფუძნებულია გრანტის მიმღებ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გრანტის მიმღები ქვეყნის მოქალაქეებზე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი. (3)   გადასახადებისაგან გათავისუფლება 3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის მიზნით განხორციელებულ ბოლო ოპერაციაზე დაწესებული გადასახადი,  დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), ან გადასახადები შესყიდვაზე, ან უძრავი ქონების იჯარაზე, ან პირად ქონებაზე. ტერმინის „ბოლო ოპერაცია" მიუთითებს იმ ბოლო ოპერაციაზე, რომლითაც მოხდა საქონლის ან მომსახურების შესყიდვა იმ საქმიანობისთვის, რომელიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. (დ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი მიღებულ და გადახდილ იქნა გადასახადების გათავისუფლების შესახებ დებულებების საწინააღმდეგოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება (1) მოითხოვოს გრანტის მიმღებისაგან ამ გადასახადების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, ან სხვა პირთათვის დაბრუნება, რადგან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სახსრების გარდა უფლება აქვს განკარგოს ამგვარი გადასახადების დაბრუნების შედეგად მიღებული სახსრები, ან ამგვარი გადასახადის თანხა გამოქვითოს იმ თანხებიდან, რომელთა გადახდაც უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმების ან მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი სხვა შეთანხმების მიხედვით. (ე) გადასახადების გათავისუფლების პირობების გამოყენების თვალსაზრისით არსებული უთანხმოების შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ დაუყოვნებლივ შეხვდებიან და გადაწყვეტენ ამგვარ საკითხებს, რომლის დროსაც იხელმძღვანელებენ იმ პრინციპით, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული დახმარება თავისუფალია პირდაპირი დაბეგვრისაგან  და ამდენად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული ყველა დახმარება ხელს შეუწყობს უშუალოდ გრანტის მიმღები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.   პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტის შემოწმებები და ინსპექტირება. (ა) ანგარიშები და ინფორმაცია გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა წარუდგინოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ჩანაწერები, სხვა ანალოგიური ინფორმაცია და ანგარიშები, რომელთა წარდგენასაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოითხოვს გონივრულად. (ბ) შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები გრანტის მიმღები აწარმოებს საბუღალტრო წიგნებს, ჩანაწერებს, დოკუმენტაციასა და წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა მტკიცებულებას, რომელშიც ადეკვატურად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აისახება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გრანტის მიმღების მიერ გაწეული ყველა ხარჯი, მის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების მიღება და გამოყენება, წინასწარ შეთანხმებული ხარჯების განაწილების მოთხოვნები, გრანტის მიმღების მიერ საქონლისა და მომსახურების შესაძენად პოტენციური მომწოდებლებისათვის განკუთვნილი ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევის შინაარსი და მონაწილეთა რაოდენობის  მასშტაბი, კონტრაქტის გაცემის საფუძველი და გრანტის მიმღების მიერ პირდაპირი წესით განხორციელებული დაკვეთები, ასევე მიღწეული საერთო პროგრესი შეთანხმების  განხორციელების დასრულების თვალსაზრისით („შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები") . შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები გრანტის მიმღებმა უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საზოგადოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, რომელიც გავრცელებულია შეერთებულ შტატებში, ან გრანტის მიმღების გადაწყვეტილებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხმობით, - ბუღალტრული აღრიცხვის სხვა პრინციპების შესაბამისად, მაგალითად ის პრინციპები, რომელიც (1) დადგენილია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი),  ან (2) გავრცელებულია გრანტის მიმღების ქვეყანაში, შეთანხმების შესახებ დოკუმენტაცია და ჩანაწერები შეინახება სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული თანხის ბოლო გადახდის თარიღიდან, ან უფრო ხანგძლივი პერიოდით, რომელიც საჭირო იქნება სასამართლო დავის გადასაწყვეტად, ბრალდებების, ან აუდიტის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე საპასუხოდ, თუკი ამგვარი საჭიროება იარსებებს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად შევნიშნავთ, რომ ბ.5(ბ) პუნქტი ვრცელდება მხოლოდ საგრანტო თანხებზე, რომელიც უშუალოდ გრანტის მიმღების მიერ დაიხარჯება. (გ) გრანტის მიმღების აუდიტორული შემოწმება იმ შემთხვევაში, თუ პირველ ფისკალურ წელს უშუალოდ გრანტის მიმღების მიერ გაიხარჯება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებიდან $300 000 ან უფრო მეტი, გრანტის მიმღებმა ამ ხარჯების ფინანსური აუდიტორული შემოწმება უნდა განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეების სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან წერილობით:   (1)  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხმობით გრანტის მიმღები აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართავს ქვეყანაში არსებულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს, ან შეარჩევს დამოუკიდებელ აუდიტორს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალური ინსპექტორის მიერ გამოცემული დოკუმენტის, „დახმარების მიმღების უცხო ქვეყნის მიერ ფინანსური აუდიტორების შერჩევის სახელმძღვანელო მითითებები“ (შემდგომში, „სახელმძღვანელო მითითებები”) – მიხედვით. აუდიტორული შემოწმებები უნდა განხორციელდეს აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად; და (2)   აუდიტორმა უნდა დაადგინოს წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების მიღება და გახარჯვა ასახული არის თუ არა ზემოთ მოცემულ (ბ) ქვეპუნქტით შეთანხმებული საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და გრანტის მიმღებმა დაიცვა თუ არა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ყოველი აუდიტორული შემოწმება უნდა დასრულდეს არაუმეტეს ცხრა თვის განმავლობაში გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებიდან, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება.    (დ) გრანტის თანხის ქვემიმღებთა აუდიტორული შემოწმება გრანტის მიმღებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები წერილობით სხვაგვარად შეთანხმდებიან უნდა უზრუნველყოს, რომ გრანტის სახსრების „ფარულ" ქვემიმღებს ჩაუტარდებათ აუდიტორული შემოწმება და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით,  გრანტის სახსრების „ფარული" ქვე-მიმღები  წარუდგენს განხორციელებული დანახარჯების აუდიტორული შემოწმების გეგმას გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებამდე, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება. როგორც ეს ქვემოთ არის განმარტებული „ფარული" ქვემიმღები არიან გრანტის სახსრების ის მიმღებები, რომლებიც სახსრებს იღებენ გრანტის მიმღებთან  პირდაპირი კონტრაქტის, შეთანხმების გაფორმებით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების შესასრულებლად. (1)   „ფარული" ქვემიმღები არის ის, ვინც ხარჯავს 300 000 აშშ დოლარს, ან უფრო მეტ თანხას „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საგრანტო თანხების გაცემის" ფისკალურ წელს (ანუ, როგორც გრანტის ქვემიმღები  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სტრატეგიული ამოცანისა და უცხო ქვეყნის მთავრობებთან გაფორმებული სხვა საგრანტო ხელშეკრულებების მიხედვით). (2) აუდიტორული შემოწმების გეგმით განისაზღვრება მეთოდოლოგია, რომელსაც გრანტის მიმღები გამოიყენებს ფარულ ქვემიმღებებთან მიმართ თავისი აუდიტორული შემოწმების პასუხისმგებლობების შესასრულებლად. გრანტის მიმღებს ამგვარი პასუხისმგებლობები შეუძლია შეასრულოს ქვემიმღებთა დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების მეშვეობით; გრანტის მიმღების დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების სფეროს განვრცობითა და ქვემიმღებთა სააღრიცხვო ანგარიშების შემოწმებით; ან აღნიშნული ორივე პროცედურის კომბინაციით. (3) აუდიტორული შემოწმების გეგმაში აღინიშნება ფარულ ქვემიმღებთათვის გამოყოფილი სახსრები, რომელთა შემოწმებაც განხორციელდება აუდიტის შესახებ სხვა დებულების დაცვით ჩატარებული აუდიტორული შემოწმებების დროს, და რითაც შესრულდება  გრანტის მიმღების აუდიტორული პასუხისმგებლობები. (შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არამომგებიან ორგანიზაციას მოეთხოვება თვითონ განახორციელოს თავისი აუდიტორული შემოწმების ორგანიზება. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იმ არამომგებიანი კონტრაქტორის, რომელსაც უშუალოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი, აუდიტორულ შემოწმებას განახორციელებს აშშ-ის მთავრობის შესაბამისი სააგენტო. კერძო, მოხალისეებზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც არაა შეერთებულ შტატებში დაფუძნებული და რომელიც უშუალოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან ღებულობს გრანტს – მოეთხოვება თვითონ განახორციელოს თავისი აუდიტორული შემოწმების ორგანიზება. გრანტის მიმღები ქვეყნის კონტრაქტორის აუდიტორული შემოწმება განხორციელდება გრანტის მიმღების აუდიტორული ორგანოს მიერ.) (4)   გრანტის მიმღები უზრუნველყოფს, რომ ფარულმა ქვემიმღებემა, რომელთაც გრანტის მიმღებთან პირდაპირი კონტრაქტები ან შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, განახორციელონ შესაბამისი და დროული  მაკორექტირებელი ღონისძიებები; გრანტის მიმღები განსაზღვრავს ქვემიმღებთა აუდიტორული შემოწმებები განაპირობებენ თუ არა გრანტის მიმღების სააღრიცხვო ჩანაწერების კორექტირებას და ყოველი ამგვარი ქვემიმღებისაგან მოითხოვს, რომ დამოუკიდებელი აუდიტორებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ბუღალტრული ჩანაწერები და ფინანსური  ანგარიშები, როდესაც კი ამგვარი საჭიროება წარმოიშობა. (ე) აუდიტის დასკვნები გრანტის მიმღები წარუდგენს ან უზრუნველყოფს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინონ აუდიტორის დასკვნა ყველა იმ აუდიტორული შემოწმებისათვის, რომლის ჩატარების ორგანიზება შეთანხმების  წინამდებარე ნაწილის შესაბამისად განახორციელა გრანტის მიმღებმა. აუდიტორული დასკვნები წარდგენილი უნდა იქნეს აუდიტორული შემოწმების დასკვნიდან 30 დღეში  და არაუგვიანეს ცხრა თვისა იმ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან, რომელი პერიოდის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება. (ვ) სხვა ფარული ქვემიმღებები იმ „ფარული" ქვემიმღებების შემთხვევაში, რომლთაც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული აქვთ პირდაპირი კონტრაქტები ან ხელშეკრულებები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღნიშნულ კონტრაქტებში ან შეთანხმებაში შეიტანს აუდიტორული შემოწმების შესაბამის მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების მიხედვით წარმოდგენილ აუდიტორის დასკვნებთან დაკავშირებით გრანტის მიმღების სახელით განახორციელებს შემდგომ ღონისძიებებს. (ზ) აუდიტორული შემოწმების ხარჯები შეთანხმების ამ ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ხარჯები, რომელზეც საჭიროა გაიცეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობითი თანხმობა, შეიძლება გადახდილ იქნეს წინამდებარე შეთანხმების  თანხიდან. (თ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აუდიტორული შემოწმების განხორციელება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო იტოვებს უფლებას განახორციელოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმებები გრანტის მიმღების სახელით, რომლისთვისაც გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმების თანხებს ან სხვა რესურსებს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გააჩნია ამ მიზნისთვის; განახორციელოს ფინანსური საქმიანობის მიმოხილვა, ან სხვაგვარად უზრუნველყოს იმ ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, რომლებიც ხარჯავენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებს, მიუხედავად იმისა, მათ მიმართ არსებობს თუ არა აუდიტორული შემოწმების მოთხოვნა. (ი) აუდიტორული შემოწმების ან ინსპექტირების შესაძლებლობა გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, ყოველ გონივრულ დროს, განახორციელონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაფინანსებული საქმიანობების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქონლის ან მომსახურების გამოყენების, ასევე წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული საბუღალტრო წიგნების, სააღრიცხვო ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება ან ინსპექტირება. (კ) ქვე-მიმღებთა საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები გრანტის წინამდებარე პუნქტის (ა),(ბ), (დ), (ე), (ზ), და (ი) ქვეპუნქტებს შეიტანს ქვეშეთანხმებებში, რომლსაც გააფორმებს იმ არაამერიკულ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ წიანმდებარე პუნქტის (გ) ქვეპუნქტით 300,000 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრული ხარჯების გაწევის მაქსიმალურ ზღვარს. იმ არამერიკულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ქვეხელშეკრულებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ხარჯების გაწევის 300,000 აშშ დოლარიან მაქსიმალურ ზღვარს, მინიმუმ უნდა შეიცავდეს (თ) და (ი) ქვეპუნქტებს. აშშ-ში რეგისტრირებულ ორგანიზაციებთან გაფორმებულ ქვეშეთანხმებებში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში დარეგისტრირებული ორგანიზაცია ექვემდებარება მართვისა და საბიუჯეტო ოფისის (OMB) A-133 ცირკულარით განსაზღვრულ აუდიტორული შემოწმების მოთხოვნებს. პუნქტი ბ.6. ინფორმაციის სისრულე გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ: (ა) ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა შესახებაც მან აცნობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან უზრუნველყო, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის ეცნობებინათ, ზუსტია და სრული  და მოიცავს ყველა იმ ფაქტსა და გარემოებას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ამ შეთანხმებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე; და (ბ) იგი USAID-ს დროულად აცნობებს ნებისმიერ შემდგომ ფაქტსა და წარმოშობილ გარემოებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, ან გონივრულია ვიფიქროთ, რომ მოახდენს ამ შეთანხმებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე. პუნქტი ბ.7. სხვა გადასახდელები გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული  საქონლის ან მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გრანტის მიმღების არცერთ წარმომადგენელს არ მიუღია, ან არ მიიღებს რაიმე თანხას გარდა იმ მოსაკრებლებისა, გადასახადებისა ან  ანალოგიური გადასახდელებისა, რომელსაც ითვალისწინებს გრანტის მიმღების ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა. პუნქტი ბ.8. ინფორმაცია და აღნიშვნები გრანტის მიმღები ფართო საზოგადოებისათვის სათანადოდ გააშუქებს ამ შეთანხმებას, როგორც ისეთ პროგრამას, რომელშიც წვლილი შეიტანა შეერთებულმა შტატებმა, შესაბამის აღნიშვნებს გააკეთებს შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების ადგილებში და  USAID-ის  მიერ დაფინანსებულ საქონელზე გააკეთებს ისეთ აღნიშვნას, როგორც ეს განხორციელების წერილებით  იქნება განსაზღვრული.   მუხლი გ: შესყიდვის პროცედურები პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება (ა)  ყველა საქონელს, რომელიც ფინანსდება შეთანხმების საფუძველზე უნდა გააჩნდეს წარმოშობის წყარო, ხოლო საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლებთან მიმართებით – ეროვნება, იმ ქვეყნებში, რომელთა გეოგრაფიული კოდი არის 937 ან 110; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით. ამასთან: (1)  საოკეანო გადაზიდვების ხარჯები დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ იმ მცურავი საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც ცურავენ იმ დროშის ქვეშ, რომელიც შეტანილია 935-ე კოდში აღნიშნული ქვეყნების დროშების რეესტრში. ასევე იხილეთ გ.6.  ნაწილი იმ მცურავი საშუალებების შესახებ, რომლებიც აშშ-ის დროშის ქვეშ ცურავენ. (2)  წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები წარმოებული უნდა იყოს შეერთებული შტატების მწარმოებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით. (ბ) საოკეანო და საჰაერო გადაზიდვის წარმოშობის წყაროდ და ადგილად მიჩნეულ იქნება გადაზიდვის დროს საოკეანო მცურავი საშუალების, ან მფრინავი საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა. (გ) იმ საქონლისა და მომსახურების შესახებ დებულებები, რომელთა შეძენაც შეზღუდულია ან დაუშვებელია, წარმოდგენილ იქნება განხორციელების წერილში. (დ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ქონების საჰაერო გადაზიდვა ან პირთა საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდება იმ საჰაერო მფრინავი საშუალებებით, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში გაცემული სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მფრინავი საშუალებების მომსახურება დაშვებულია „ამერიკული მფრინავი საშუალებების შესახებ კანონით". ეს მოთხოვნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება დამატებით აღწეროს განხორციელების წერილებში. პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა   წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში არ დაფინანსდება ის საქონელი ან მომსახურება, რომელიც შეძენილ იქნა იმ შეკვეთების ან კონტრაქტების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა და ძალაში შევიდა წინამდებარე შეთანხმებით გაფორმების თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით. პუნქტი გ. 3. გეგმები, სპეციფიკაციები და კონტრაქტები. შემდეგ საკითხებზე საერთო შეთანხმების არსებობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეების სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით: (ა) გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადებისთანავე უნდა წარუდგინოს: (1)  ნებისმიერი გეგმა, სპეციფიკაციები, შესყიდვების ან მშენებლობის განრიგები, კონტრაქტები ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გრანტის მიმღებსა და მესამე მხარეს შორის უნდა გაფორმდეს წინამდებარე შეთანხმებით დასაფინანსებელ საქონელთან ან მომსახურებებთან დაკავშირებით, მათ შორის კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევასა და კონტრაქტორების შერჩევასთან, ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევის შინაარსი და სატენდერო წინადადებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ანალოგიურად ამგვარ დოკუმენტაციაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარედგინება ცვლილებების მომზადების დასრულებისთანავე; და  (2) დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი ისეთი საქონლის ან მომსახურების შესყიდვასთან, რომელიც არ ფინანსდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მაგრამ  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმებისათვის, ასევე წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისი მომზადებისთანავე. წინამდებარე (ა) (2) ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმების ასპექტები იდენტიფიცირებული იქნება განხორციელების წერილებში. (ბ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევასა და ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევასთან, ან წინადადებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, მათ გამოქვეყნებამდე, წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მათ პირობებში აისახება შეერთებული შტატების სტანდარტები და კრიტერიუმები;   (გ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ იმ კონტრაქტებსა და კონტრაქტორებს, რომლებიც დაქირავებულნი იქნებიან საინჟინრო და სხვა პროფესიული მომსახურების, სამშენებლო მომსახურების და სხვა ამგვარი მომსახურების შესასრულებლად, აღჭურვილობის ან მასალების მოსაწოდებლად, როგორც ეს შეიძლება აღინიშნოს განხორციელების წერილებში,  წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კონტრაქტის გაფორმებამდე. ამ კონტრაქტებში შესატან მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათი კონტრაქტში შეტანამდე, ასევე წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო; და (დ) იმ საკონსულტაციო ფირმების მომსახურების სფერო, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობს გრანტის მიმღები წინამდებარე შეთანხმებისათვის,  მაგრამ არ ფინანსდება ამ შეთანხმების ფარგლებში, ან ამ ფირმების პერსონალის მოქმედების სფერო, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქმიანობებზე იმუშავებენ, როგორც ეს შეიძლება განსაზღვროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ასევე გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებისათვის გამოყენებული სამშენებლო კონტრაქტორები, რომელებიც არ ფინანსდებიან შეთანხმების სახსრებით, მისაღები იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის.   პუნქტი გ.4. გონივრული ფასი წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული ნებისმიერი საქონლისათვის ან მომსახურებისათვის არ იქნება გადახდილი გონივრულ ფასზე უფრო მეტი. მათი შეძენა-განხორციელება სამართლიან, და რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია მაქსიმალურად კონკურენტულ საფუძველზე. პუნქტი გ. 5. პოტენციური მიმწოდებლების შეტყობინება წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქონლისა და მომსახურების მოწოდებაში შეერთებული შტატების ყველა ფირმებისათვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით გრანტის მიმღები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგენს ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმ დროს, როგორც ეს შეიძლება მოითხოვოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განხორციელების წერილებში. პუნქტი გ. 6. ტრანსპორტირება (ა) გ. 1.(ა) პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, საოკეანო ან საჰაერო ხომალდებით ტრანსპორტირებისა და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯები არ დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმებით  იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარჯები განკუთვნილია იმ საოკეანო ან საჰაერო გადაზიდვის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ტრანსპორტირებისათვის, რომელიც არ იქნა წინასწარ დამტკიცებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. (ბ) გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაადგენს, რომ აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი კერძო მფლობელობაში არსებული კომერციული საოკეანო ხომალდები არ არის ხელმისაწვდომი ამგვარი ხომალდებისათვის სამართლიანი და გონივრული ფასის ფარგლებში ან სხვა მიზეზის გამო, იგი წერილობით თანხმდება, რომ: (1)  ყველა იმ საქონლის მთლიანი ტონაჟის მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტი (50%) ( ეს პროცენტი ცალკე გამოითვლება მშრალი, შეუფუთავი ტვირთის გადამზიდავებისათვის, მშრალი ტვირთის ლაინერებისა და ტანკერებისათვის), რომელიც ფინანსდება  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და რომლის ტრანსპორტირებაც შეიძლება მოხდეს საოკეანო ხომალდებით, გადაიზიდება აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი კერძო კომერციული ხომლადებით; და (2) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მშრალი ტვირთის ლაინერების მეშვეობით გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შემოტანილი ტვირთების გადაზიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტი (50%) გადახდილი უნდა იქნეს აშშ-ის დროში ქვეშ მცურავი კომერციული ხომალდებისათვის ან გადახდილ იქნეს მათ სასარგებლოდ. წინამდებარე პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს როგორც აშშ-ის პორტებიდან შემოტანილი ნებისმიერ ტვირთთან, ასევე სხვა ქვეყნების პორტებიდან შემოტანილ ტვირთებთან დაკავშირებით, რომელთა გაანგარიშება ცალკე მოხდება. პუნქტი გ.7. დაზღვევა (ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შესატანი ტვირთების საზღვაო დაზღვევა შეიძლება დაფინანსდეს როგორც ამას ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმება, თუ (1) ამგვარი დაზღვევა განხორციელდება ყველაზე მომგებიანი კონკურენტუნარიანი განაკვეთით, (2)   ამგვარ დაზღვევას განახორციელებს ისეთი ქვეყანა, რომელიც უფლებამოსილია გ.1.(ა) პუნქტის მიხედვით; და (3) დაზღვევის თანხებზე მოთხოვნები გადახდილ იქნება აშშ დოლარებში, ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით. თუ გრანტის მიმღები (ან გრანტის მიმღების მთავრობა) კანონის დადგენილების, განკარგულების, მარეგულირებელი აქტის, ან პრაქტიკის მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ  დაფინანსებულ  შესყიდვებთან დაკავშირებით განახორციელებს დისკრიმინაციას საზღვაო დაზღვევის ნებისმიერი კომპანიის მიმართ, რომელიც უფლებამოსილია შეერთებული შტატების ნებისმიერ შტატში განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ყველა ის საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება გრანტის მიმღების ტერიტორიაზე, დაზღვეული იქნება საზღვაო რისკებზე და ამგვარი დაზღვევა განთავსდება შეერთებულ შტატებში მოქმედ იმ კომპანიაში, ან კომპანიებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზღვაო დაზღვევა განახორციელონ შეერთებულ შტატებში. (ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად თანხმდება წერილობით, გრანტის მიმღები დააზღვევს ან უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული და წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შემოტანილი საქონლის დაზღვევას იმ სატრანსპორტო რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების  მიზნით მათი გამოყენების ადგილამდე ტრანსპორტირებასთან, ამგვარი დაზღვევა დაეფუძნება სათანადო კომერციულ პრაქტიკის დროს გამოყენებულ პირობებს და დაზღვეული იქნება საქონლის მთლიანი ღირებულება. ნებისმიერი კომპენსაცია, რომელსაც გრანტის მიმღები ამგვარი დაზღვევის ფარგლებში მიიღებს, გამოყენებული იქნება დაზღვეული საქონლის ნებისმიერ მნიშვნელოვანი დაზიანების ან დანაკარგის შესაკეთებლად ან გამოსაცვლელად. საქონლის ნებისმიერი ამგვარი გამოცვლა განხორციელდება იმ წარმოშობის წყაროსა და ადგილის ქვეყნებში წარმოებული საქონლით, რომელიც მოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს №935 გეოგრაფიულ კოდში, რომელიც ძალაში იქნება საქონლის გამოცვლის დროს და დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან. პუნქტი გ. 8. აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება გრანტის მიმღები თანხმდება, რომ როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, წინამდებარე შეთანხმებით  დაფინანსებული ახალი საქონლის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი პირადი ქონება. წინამდებარე შეთანხმების სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამგვარი ქონების მიღების ხარჯების დასაფინანსებლად.   პუნქტი გ.9. შესყიდვები და გადახდები გრანტის მიმღები თანხმდება, რომ  პირველი დანართით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისათვის გრანტის თანხები შეიძლება დაკონტრაქტდეს ან გამოიყოს  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და მოხდეს გაცემა პირდაპირ  მესამე პირისათვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წესების და პროცედურების დაცვით,  თუ არ იქნება მიღწეული სხვა შეთანხმება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წერილობით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ვალდებულებას იღებს გრანტის მიმღები უზრუნველყოს პერიოდული საანგარიშგებო მოხსენებით კვარტალურად ან როგორც მხარეები შეთანხმდებიან წერილობით, აშშ-ის განვითარების სააგენტოს პირდაპირი კონტრაქტების და გრანტების შესახებ, რომელიც გაცემულია მესამე პირზე გრანტის თანხებიდან. მუხლი დ:  გადახდები პუნქტი დ. 1. გადახდის ფორმები თანხის გადარიცხვები განხორციელდება იმ ფორმით, რომელზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან, ან როგორც ამას ითვალისწინებს პირველი დანართი. პუნქტი დ. 2.  სავალუტო გაცვლითი კურსი იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი თანხები საქართველოში  შეტანილ იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვალდებულებების განსახორციელებლად, გრანტის მიმღები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ ამგვარი თანხების კონვერტაცია მოხდეს ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციის მომენტში გრანტის მიმღების ქვეყნის ეროვნულ ბანკში არსებული ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსით. მუხლი ე:  შეთანხმების  შეწყვეტა,  საშუალებები პუნქტი ე. 1. შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა (ა) შეთანხმების ნებისმიერ მხარეს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, რომლის შესახებაც მეორე მხარეს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას  ოცდაათი დღით (30) ადრე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ასევე შეუძლია  ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, რომლის შესახებაც გრანტის მიმღებს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას ოცდაათი დღით (30) ადრე. ამასთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთანავე იმ შემთხვევაში, თუ (i) გრანტის მიმღები არ შეასრულებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რომელიმე დებულებას, (ii) ადგილი ექნება ისეთ მოვლენას, რის გამოც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ ამ მოვლენის გამო სავარაუდოდ შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ამოცანის ან პროგრამის კომპონენტების განხორციელება, (iii) შეთანხმებით  გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის განხორციელება ან ამ სახსრების გამოყენება დაარღვევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომელიც ამჟამად მოქმედებს, ან შემდგომში შევა ძალაში.    (ბ) წინამდებარე შეთანხმების  მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებამდე მხარეების მიერ მესამე მხარეების წინაშე აღებული თანხის გადახდის იმ ვალდებულებების გარდა, რომლებიც არ ექვემდებარება გაუქმებას, წინამდებარე შეთანხმების შეჩერების, მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გაუქმების შედეგად შეჩერება (იმ პერიოდით, როდესაც შეჩერებულ იქნება შეთანხმების მოქმედება), ან შეწყდება შეთანხმების განხორციელების, ან მისი შეჩერებული ან შეწყვეტილი ნაწილის განხორციელების მიზნით ფინანსური ან სხვა რესურსების გამოყოფის შესახებ მხარეთა მიერ აღებული ნებისმიერ ვალდებულება. წინამდებარე შეთანხმების  ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არ იქნება შეჩერებული, ან შეწყვეტილი სრულად დარჩება ძალაში. (გ) ამასთან, შეთანხმების ამგვარი სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი ხარჯებით, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ წინამდებარეშეთანხმებით, ან მისი შესაბამისი ნაწილით დაფინანსებული საქონლის ფლობის უფლება გადაეცეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდების ეტაპზეა.   პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება (ა) თანხის იმ გადარიცხვების შემთხვევაში, რომელიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად არ არის გამყარებული კანონიერი დოკუმენტაციით, ან რომელიც გაცემულ ან გამოყენებულ იქნა წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მიუხედავად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობის ან მათი გამოყენებისა – შეუძლია მოსთხოვოს გრანტის მიმღებს ამგვარად გაცემული თანხა აშშ დოლარებში დაუბრუნოს  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამგვარი მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოც (60) დღეში.   (ბ) იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებს წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ან მხარდაჭერით შეძენილი საქონლის, ან მომსახურების არაეფექტურად გამოყენებას ამ შეთანხმების შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გრანტის მიმღებს მოსთხოვოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამგვარი საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით მის მიერ განხორციელებული გადახდების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის სრულად ან  ნაწილობრივ დაბრუნება აშშ დოლარებში, აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოც (60) დღეში.   (გ) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლება გადახდების დაბრუნების მოთხოვნების შესახებ, წინამდებარე შეთანხმების სხვა დებულების მიუხედავად, ძალაშია ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ბოლო გადახდის დღიდან სამი წლის განმავლობაში. (დ) (1) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით ან (2) პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების  სააგენტოსათვის კონტრაქტორის, მომწოდებლის, ბანკის ან მესამე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქონელთან, მომსახურებასთან დაკავშირებით, როდესაც თანხის დაბრუნება განპირობებულია საქონლის ან მომსახურების არაგონივრული ფასით, შეცდომით მომზადებულ ანგარიშფაქტურით, ან ისეთი საქონლით, რომელიც არ შეესაბამება სპეციფიკაციებს, ან არაადეკვატური მომსახურებით, გამოყენებულ იქნება (ა) პირველ რიგში შეთანხმების ფარგლებში, რამდენადაც ამის დასაბუთება მოხდება და (ბ) დარჩენილი თანხა, თუ ამგვარი თანხა იარსებებს,ნგამოყენებულ იქნება გრანტის თანხის შესამცირებლად. (ე) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებზე განხორციელებულ გადახდებზე დარიცხული ნებისმიერი საპროცენტო შემოსავლის ან სხვა შემოსულობას, რომელიც მიღებულ იქნება იმ დრომდე, სანამ მოხდება წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის თანხების ნებადართული გამოყენება, გრანტის მიმღებს დაუბრუნებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აშშ დოლარებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით. პუნქტი ე.3.  უფლებათა შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ ფინანსურ მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლების ან სამართლებრივი საშუალების დაგვიანებით გამოყენება არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული როგორც ამგვარ უფლებაზე ან სამართლებრივ საშუალებაზე  უარის თქმა. პუნქტი ე.4. უფლების გადაცემა გრანტის მიმღები თანახმაა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნისთანავე აღასრულოს სამართლებრივი უფლება, რომლის განხორციელება გრანტის მიმღებს შესაძლოა ნებისმიერი მოტივაციით დაეკისროს კონტრაქტით გათვალისწინებული  საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით, ან რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი საქმიანობისას, ან იმ მხარის მიერ საკონტრაქტო პირობების დარღვევის შედეგად, რომელსაც პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული აშშ-ის დოლარებში, და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან. მუხლი ვ:  სხვადასხვა პუნქტი ვ. 1.  ინვესტიციების ხელშეწყობა წინამდებარე შეთანხმებით ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ სხვა წერილობით დოკუმენტით სპეციალურად  განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრები, ან სხვა მხარდაჭერა არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი საწარმოს მიმართ, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სტიმული მისცეს ასეთ საწარმოს შეიცვალოს ადგილმდებარეობა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ დაიწყოს საქმიანობა და თუ ასეთი სტიმულის შედეგად შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა აშშ-ში, რომელიც გამოიწვევს აშშ-ში არსებული საწარმოს ჩანაცვლებას არა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიოტრიაზე მყოფი საწარმოთი. პუნქტი ვ.2. ნარკოტიკების მოვაჭრეების დახმარების აკრძალვა (ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უფლებას იტოვებს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება ან გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მიმღები, ან გრანტის მიმღების რომელიმე ძირითად წარმომადგენელს მსჯავრს დადებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში, ან დადგინდება მისი მონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობაში. (ბ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უფლებას იტოვებს შეწყვიტოს დახმარება, ან გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დამტკიცებული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, მსჯავრს დადებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში, ან დადგინდება მისი მონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობაში. პუნქტი ვ. 3. მშრომელთა უფლებები გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული „გრანტით" ან სხვა სხვა წერილობითი დოკუმენტის სახით იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაუშვებელია ფონდების ან სხვა სახის დახმარების გამოყენება ნებისმიერი საქმიანობის დროს, რომელიც ხელს უწყობს  საერთაშორისოდ აღიარებული მშრომელთა უფლებების დარღვევას პარტნიორ ქვეყანაში. პუნქტი ვ. 4. ტერორისტების დაფინანსება გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციასთან შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მისი პარტნიორი მხარს უჭერენ ტერორიზმის, განსაკუთრებით კი მის დამფინანსებელთა წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონმდებლობით აკრძალულია ტრანზაქციების განხორციელება, რესურსების მიწოდება და მხარდაჭერა, პირდაპირ თუ ირიბად, იმ პირებისა თუ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ასოცირებულნი არიან ტერორიზმთან. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პარტნიორი თანახმაა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ შეთანხმების  ფარგლებში გაფორმებული არცერთი  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფონდი არ იქნება  გამოიყენებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების მხარდასაჭერად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გასცეს განხორციელების წერილები, რომელიც უფრო სრულად აღწერს ამ  პუნქტში აღწერილ მოთხოვნებს.