„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №3 |
|
2016 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, ვადგენთ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილების (სსმ, III, 26.09.2008, №142, მუხ. 1405, სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.16.009.012.214) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „ლიცენზირების წესებში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის – უზრუნველყოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელში დაშვება, შესაბამისად, უზრუნველყოს გატარების ხელშეკრულებების გაფორმება მოთხოვნისთანავე და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მოხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ასევე, მომხმარებელთა უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, არ გააუარესოს ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები და უზრუნველყოს მათი გაუმჯობესება.“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის – უზრუნველყოს მომხმარებლისათვის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდება და წყალარინება (მათ შორის, ჩამდინარე წყლის იზოლირება, გატარება, გაწმენდა და წყალსატევებში ჩაშვება) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მდგომარეობაში იქონიოს სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების საშუალებები, განახორციელოს მათი ექსპლუატაცია, ჩაატაროს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჭიროებიდან გამომდინარე შეიძინოს და შექმნას წყალმომარაგების საქმიანობის სრული ციკლით განხორციელებისათვის საჭირო საშუალებები.“. 2. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი: „მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. წყალმომარაგების საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომხმარებელთა სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, 2016 წლის 31 დეკემბრამდე კომისიაში წარმოადგინონ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის ეტაპზე, სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უბნების მითითებით, ასევე, წყალარინებისას ჩამდინარე წყლის იზოლირების, გატარების, გაწმენდისა და წყალსატევებში ჩაშვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვადებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.16.009.016160.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3, 17.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016160 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3226893/