„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-130 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6-20 |
|
2016 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
„ვ) „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება“ ქვეპროგრამის კომპონენტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” ფარგლებში „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“ (დანართი №6);
ზ) „შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №7).“.
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების“ ქვეპროგრამის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” კომპონენტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. მოსარგებლეებს დაუფინანსდებათ, კვალიფიციური მწვრთნელის საშუალებით, აუზზე ცურვის, მინიმუმ 45 წუთიანი ხაგრძლივობის გაკვეთილები. გაკვეთილების ერთი სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს, თვეში 12 გაკვეთილს.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.
3. მომსახურების მიმწოდებელია პირი/ორგანიზაცია (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს და გაივლის რეგისტრაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).
4. ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციასთან ერთად მიმწოდებელი წერილობითი ფორმით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
2. მომსახურების გაწევის თვის განმავლობაში სარეიტინგო ქულის ცვლილება ან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა არ წარმოადგენს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველს თვის დასრულებამდე.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 700 მოსარგებლე.
4. მოსარგებლეები, მომსახურების მისაღებად, რეგისტრირდებიან ელექტრონულ მოდულში, სადაც მოცემულია როგორც მოსარგებლის, ასევე მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო და სააგენტოს ბაზის მონაცემები.
5. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია მიმწოდებლის თავისუფალი არჩევის საშუალება. იგი, ელექტრონული მოდულის საშუალებით, შეთავაზებულ მიმწოდებელთა სიიდან ირჩევს მისთვის სასურველ პირს/ორგანიზაციას.
6. მომლოდინეთა რეესტრში ხვდებიან მოსარგებლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. რიგის ფორმირების შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის გამოჩენისას, მომლოდინეთა რეესტრში არსებულ მოსარგებლეთა ჩართვა ხდება რიგითობის დაცვით.
7. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში, მომლოდინე, 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონული მოდულის საშუალებით, თანხმობას აცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავებაზე. თუ მომლოდინეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირი 5 კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას არ განაცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე, მას შეეცვლება რიგითობა მომლოდინეთა რეესტრში.
8. მომლოდინეთა რეესტრში რეგისტრაცია უწყდება მოსარგებლეს, თუ იგი უარს აცხადებს ქვეპროგრამაში ჩართვაზე.
9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუქტით განსაზღვრული მომსახურების ხანგრძლივობა (3 თვე) შესაძლებელია გაგრძელდეს სამედიცინო დოკუმენტაციაში (ფორმა №IV-100/ა) მითითებული ვადის შესაბამისად. სამედიცინო დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს მომსახურების დასრულებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
10. მოსარგებლისათვის დაფინანსების შეწყვეტის და ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სააგენტოს მიერ მოწოდებული, საანგარიშგებო თვის წინა თვის მდგომარეობით ბაზის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულის სიდიდის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;
ბ) საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვისთვის მოსარგებლის ასაკის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;
გ) მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა (გაცდენა), თვეში მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვიზიტების 2/3-ზე მეტით. განხორციელებული ვიზიტები ექვემდებარება ანაზღაურებას (საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაცდენები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით);
დ) მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვა ქვეპროგრამიდან გასვლის შესახებ.
2. ერთი გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5.83 ლარს. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 12 გაკვეთილი.
3. მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდება თვეში 12 გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება ქვეპროგრამის ყველა იმ მოსარგებლისათვის, რომელსაც ის უწევს მომსახურებას, თუ ამ მოსარგებლეების არანაკლებ 80%-მა სრულად ისარგებლა თვის გრაფიკით გათვალისწინებული 12 გაკვეთილით, ხოლო ამ მოსარგებლეების დანარჩენი 20%-ის შემთხვევაში, თითოეული მოსარგებლის მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა თვეში არ აღემატება 4 გაკვეთილს.
2. მიმწოდებელი აწარმოებს მოსარგებლეთა დასწრების ელექტრონულ აღრიცხვას, პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი ელექტრონული მოდულის საშუალებით.
3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;
ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს;
ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა ქვეპროგრამაში ჩართვის დროს რეგისტრირებულ მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისის (ცურვის გაკვეთილების) მიწოდების მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
ბ) კვალიფიციური მწვრთნელის და სერტიფიცირებული ექიმის ყოლა;
გ) ერთდროულად მინიმუმ 20 ბავშვის მომსახურებაზე გათვლილი აუზი;
დ) საშხაპეების არსებობა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებელად ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
2. ამ წესის შესაბამისად ელექტრონულ მოდულში რეგისტრაცია განხორციელდეს ამ წესის ძალაში შესვლიდან, ხოლო ამ წესის შესაბამისად 2016 წლისათვის მომსახურების მიწოდება განხორციელდეს არაუადრეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
შენიშვნა: სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა რეესტრის ფორმა მტკიცდება განმახორციელებლის მიერ.
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შინმოვლის თანადაფინანსება“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. მოსარგებლეა პირი, რომლისთვისაც „უძლურების შეფასების ბართელის კითხვარის“ (შემდგომში – ბართელის კითხვარი) მიხედვით (დანართი №7-1) მინიჭებული ქულა (შემდგომში – ბართელის ინდექსი) არ აღემატება 95 ერთეულს.
3. მოსარგებლეები არ არიან ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ან ზრუნვით დაწესებულებაში მომსახურების მიმღები პირები.
4. მოსარგებლეთა კატეგორია განისაზღვრება ბართელის ინდექსის მიხედვით:
ა) I კატეგორია: ბართელის ინდექსი ნაკლებია 70 ერთეულზე;
ბ) II კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 70 ერთეულისა და ნაკლებია 80 ერთეულზე;
გ) III კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 80 ერთეულისა და არ აღემატება 95 ერთეულს.
5. ქვეპროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას და მათი მიწოდების პირობებს წარმოადგენს:
ა) მოსარგებლის შეფასება ბართელის კითხვარის მიხედვით არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ და შესაბამისი ბართელის ინდექსის მინიჭება;
ბ) მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;
გ) მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის, პერსონალური მოვლის, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით კომპლექსური მოვლის განხორციელება. აღნიშნული ღონისძიება, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მოიცავს, მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ბინაზე მოვლის განხორციელებას, კერძოდ:
გ.ა) მოსარგებლის შეფასება – გარემოს შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, სოციალური მუშაკის კონსულტაცია;
გ.ბ) მოსარგებლის საექიმო და საექთო მომსახურება – ექიმისა და ექთნის ვიზიტები ქევპრგორამით მოსარგებლესთან, ფიზიკური შემოწმება, მკურნალობა, ზედამხედველობა, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარება, გარემოს მუდმივი შეფასება, მედიკამენტების მიწოდება სიმპტომებისა და გვერდითი მოქმედების შეფასებით და გეგმით განსაზღვრული ყველა სხვა მომსახურება;
გ.გ) მოსარგებლის პერსონალური მოვლა – სხეულის დაბანა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა, მობილიზაცია, გამოყოფა, კვება და საჭიროებისამებრ სხვა აქტივობა;
გ.დ) მოსარგებლის სოციალური დახმარება – რესურსების მობილიზირება, ადვოკატირება, მედიაცია;
გ.ე) მოსარგებლის ტექნიკური დახმარება – საჭიროების შეფასება, საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, ბინაზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება (მ.შ. შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარება), ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;
გ.ვ) მოსარგებლის საყოფაცხოვრებო დახმარება – საყიდლები, ბინის დალაგება, საკვების მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საექთნო და პერსონალური მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ, სხვა აქტივობა;
გ.ზ) საჭიროების შესაბამისად დამატებითი სერვისების ორგანიზება და მიწოდება;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ინდივიდუალურ გეგმაში უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს:
დ.ა) I კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 13 ვიზიტი;
დ.ბ) II კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 8 ვიზიტი;
დ.გ) III კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 4 ვიზიტი.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.
3. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს (შემდგომში – შემფასებელი ან/და მიმწოდებელი) წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებიც წერილობით დაუდასტურებენ განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და გაივლიან რეგისტრაციას ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).
4. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს წარმოადგენს პირი/ორგანიზაცია, (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს (დანართი №7-2), წერილობით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და გაივლის რეგისტრაციას ელექტრონულ მოდულში.
5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ქვეპროგრამის მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
6. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 1200 მოსარგებლე, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფასებისა და კატეგორიების შესაბამისად.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მოსარგებლის შესახებ ინფორმაციას, ელექტონული მოდულის საშუალებით, უგზავნის შემფასებელს, რომელიც არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ახორციელებს ქვეპროგრამით მოსარგებლის შეფასებას მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს შეფასების შესაბამის ფორმას (დანართი №7-1).
3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ მოსარგებლე პირს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღება შეუძლია ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომელსაც იგი ირჩევს თავისუფალი არჩევანის პრინციპით იმ პირობით, რომ მიმწოდებლის შეცვლა შეუძლია არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ.
4. მოსარგებლე პირი ავსებს თანხმობის ბარათს (დანართი№7-2) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მიმწოდებელზე.
5. შემფასებელი თანხმობის ბარათს დედნის სახით უგზავნის მიმწოდებელს და ასევე, ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს მას, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
6. თანხმობის ბარათის მიღების თვის მომდევნო თვის 7 რიცხვამდე მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ვიზიტი მოსარგებლესთან და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტონულ მოდულში განათავსებს მოვლის ინდივიდუალურ გეგმას.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მიმწოდებელთან მოსარგებლე პირების რიგის არსებობის პირობებში, გაჩენილ ვაკანტურ ადგილზე მომლოდინეთა რეესტრში არსებული მოსარგებლეების ჩართვა განხორციელდება ვაკანტური ადგილის გაჩენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან რიგითობის დაცვით.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით მომსახურება ფინანსდება ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული წლიური ღირებულების შესაბამისად, თვეში 1/12-ის პრინციპით.
3. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის ანაზღაურება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მხრიდან ხდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია (მოსარგებლეთა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი) არაუგვიანეს, შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული მოდულის საშუალებით.
5. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;
ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს;
ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა ქვეპროგრამაში ჩართვის დროს რეგისტრირებულ მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება;
ბ) მრავალდარგობრივი გუნდის ყოლა შემდეგი შემადგენლობით: ყოველ ≤100 პაციენტზე უნდა შედიოდეს არანაკლებ 1 კოორდინატორი, 1 ექიმი, 1 სოციალური მუშაკი, 2 ექთანი, 1 საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე და 1 ტექნიკური ასისტენტი:
ბ.ა) კოორდინატორი – ექთნის/ექიმის დიპლომის მქონე, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერთიფიკატის, შინმოვლის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების მქონე პირი;
ბ.ბ) ექთანი - ექთნის დიპლომის, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი;
ბ.გ) ექიმი – ექიმის დიპლომის, ოჯახის ექიმის სერტიფიკატის, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი პირი;
ბ.დ) სოციალური მუშაკი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილების მქონე, მოსარგებლის საჭიროებების შესაბამისი მომსახურების/ადვოკატირების მიმწოდებელი პირი;
ბ.ე) საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე - შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველდღიურ აქტივობებში დახმარების მიმწოდებელი პირი;
ბ.ვ) ტექნიკური ასისტენტი – ტექნიკური დახმარების, მომსახურების მიმწოდებელი პირი.
2.მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და მრავალდარგობრივი გუნდის წევრებისაგან ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვას.
|
201 .. წლის . . . - . . . . . . . . . . . შემფასებელი: . . . . . . . . . . . . . . . . .
სახელი : ------------------------- გვარი : ------------------------- პირადი ნომერი :
შენიშვნა: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შემფასებლის ხელმოწერა: ---------------------------
|
თანხმობის ბარათის ფორმა №
(მიმწოდებლის დასახელება) მოსარგებლე: სახელი : ------------------------- გვარი : ------------------------- პირადი ნომერი :
მოსარგებლის წარმომადგენელი: სახელი : ----------------------- გვარი : -------------------------
პირადი ნომერი :
მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას დარეგისტრირდეს აღნიშნულ მიმწოდებელთან. წარმომადგენლის (გაუსვით ხაზი – შვილი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, დედა, მამა, მეზობელი, ნათესავი, სხვა) სახელი: --------------------- გვარი: -----------------------------------------
პირადი ნომერი:
ხელმოწერა: --------------------------- ბარათის შევსების
|