ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-130 |
|
2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებისქვეპროგრამების განხორციელების წესი” (დანართი №1);
ბ) “100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №2);
გ) „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №3);
დ) „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების და სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების ქვეპროგრამების განხორციელების წესი” (დანართი №4);
ე)„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების ქვეპროგრამის“ უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში” და უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში” კომპონენტების განხორციელების წესი”(დანართი №5).
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამის მოსარგებლე, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,მოიპოვებს უფლებას მიიღოს შემდეგი ოდენობის ფულადი დახმარება:
ა)ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 25) ფარგლებში, ყოველი ახალშობილის დაბადებისას - 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადი დახმარების სახით.
ბ) ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 03) ფარგლებში,მე-3 და შემდეგი ახალშობილის შეძენისას, ერთჯერადი დახმარების სახით:
ბ.ა) 800 ლარი - მე-3 ახალშობილზე;
ბ.ბ) 1000 ლარი - მე-4 ახალშობლზე;
ბ.გ) 1500 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
ა) ბავშვის დაბადების წლის განმავლობაშიან მომდევნო წლის 1 აპრილამდე -„სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის წინა თვის მდგომარეობის ამსახველი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ საფუძველზე. ბავშვი, დაბადების თვისათვის უნდა ფიქსირდებოდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვა, სავალდებულო არ არის.
ბ) ბავშვის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 10 მარტამდე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე თუ ბავშვის მშობელი ბავშვის დაბადების თვისათვის ფიქსირდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახში. ბავშვი, დაბადების თვისათვის უნდა ფიქსირდებოდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
2.ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 03) ფარგლებში ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება ბავშვის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 10 მარტამდე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე თუ ბავშვების მშობელი ბავშვის დაბადების თვისათვის ფიქსირდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახში. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შვილების დაბადების მოწმობების ასლები (რითაც დადასტურდება ერთ-ერთი მშობელისადმი მესამე ან მომდევნო ბავშვის შეძენის ფაქტი).
3. თუ ოჯახმა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიიღო ფულადი დახმარება, მაშინ იგი ასევე მიიღებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დახმარებასაც.
4. ფულადი დახმარება ირიცხება იმ პირზე, რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებულია, როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს ოჯახის უხუცესი წევრი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარგებლის მომართვის შემთხვევაში თანხის მიმღები პირი შესაძლებელია იყოს ახალშობილის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ფულადი დახმარების დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკში,დახმარების მიმღები პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი,დახმარების მიმღები პირების (ბენეფიციარების) რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ა) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი. იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ბ) მოსარგებლის საბანკო რეკვიზიტები.
2. ფულადი დახმარების დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები პირის (ბენეფიციარის) პირად საბანკო ანგარიშზე.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებია ოჯახი. ყოველ 18 წლამდე ბავშვზე, ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 50 ლარის ოდენობით.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ირიცხება მომსახურე ბანკის საშუალებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე, ადგენს „ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთა“ რეესტრს.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.
ა) „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (კოდი 06 02 22)“;
ბ) „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება (კოდი 06 02 24)“.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ და „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური(შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
ა) ამ წესის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისათვის–18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ბ) ამ წესის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისათვის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირი.
2. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამების ფარგლებში გაიცემა შემდეგი ფულადი დახმარება:
ა) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში - ჯამურად წელიწადში 800 ლარი. ფულადი დახმარება გაიცემა ორ ნაწილად, მაისში და დეკემბერში,თითოეულ თვეში 400 ლარის ოდენობით;
ბ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში - ჯამურადწელიწადში 900 ლარი. ფულადი დახმარება გაიცემა სამ ნაწილად, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 300 ლარის ოდენობით.
2. ამ წესის მე-2 მუხლის, მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს პირი, რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ დაფიქსირებულია, როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს ოჯახის უხუცესი წევრი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში თანხის მიმღები პირი შესაძლებელია იყოს 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
3. ამ წესის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გადაირიცხება უსინათლო პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების (ბენეფიციარები) რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე.
ა)„სწავლების ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“;
ბ)„სწავლის ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების“ქვეპროგრამის„სწავლების ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ და „სწავლის ღირებულების ანაზღაურება - უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ კომპონენტებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის“და ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებული ხელოვნების სკოლების მიერ კონკრეტულ წრეზე გაკვეთილების ჩატარება ხორციელდება მათი სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამით, ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ სწავლების ღირებულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებულამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ხელოვნების სკოლებში (შემდგომში - ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელი).
2. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს შემდეგი ლიმიტები:
ა) ა(ა)იპ„ ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ -თვეში 1740 პირის ოდენობით;
ბ) ა(ა)იპ „ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ - თვეში 291 პირის ოდენობით.
3. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს ლიმიტი თვეში 2633 პირის ოდენობით, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.
4. ქვეპროგრამის კომპონენტში ჩასართავად მოსარგებლე პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი) მიმართავს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელს და აცხადებს თანხმობას ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით.
5. მოსარგებლე პირს უფლება აქვს ერთდროულად მიიღოს ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორივე ქვეპროგრამით გათვალისწინებული შეღავათი, მაგრამ თითოეული ქვეპროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთ წრეზე.
ა) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ„ ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“არაუმეტეს, 30 ლარი;
ბ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის”:
ბ.ა) მხატვრული კითხვა-არაუმეტეს, 25 ლარი;
ბ.ბ) ფოლკლორული სტუდია, ვოკალი, მუსიკალური ჯგუფები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება-არაუმეტეს, 30 ლარი;
ბ.გ) გიტარის შემსწავლელი წრე, ჭადრაკი, სპორტული კაბინეტი-არაუმეტეს, 40 ლარი;
ბ.დ) ქორეოგრაფიული სტუდია არაუმეტეს, 50 ლარი.
გ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს, 40 ლარი.
2. ანგარიშგებისას, თვეში გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ სწავლების (მომსახურების გაწევის) თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარდგენილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ბენეფიციართა რეესტრი.
2. შემოწმებისას,შემმოწმებლის მიერ უნდა შედგეს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემოწმების აქტი. შემოწმების დასრულებისას შემოწმების აქტს ხელს აწერს შემმოწმებელი და ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
3. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი.
4. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
ა) ბენეფიციარის იდენტიფიცირება;
ბ) შესრულებულისამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები ბენეფიციარებისათვი მომსახურების მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
3. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) ქვეპროგრამის დასახელება;
გ) საანგარიშგებო თვე;
დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;
ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით;
ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.
4. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად.
5. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს;
ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს;
გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული სამუშაო.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი,2 ეგზემპლარად.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:ე)„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების ქვეპროგრამის“ უფასო სწავლება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში” და უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში” კომპონენტების განხორციელების წესი”(დანართი №5).
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი №1