ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6-18 |
|
2016 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09)და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამებში: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“(კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
5. ამ წესის შესაბამისად, ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კულტურის სფეროს პროექტების განმხილველ კომისიას (შემდგომში - კომისია). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09) ფარგლებში გათვალისწინებულ არქეოლოგიურ კვლევებს, არქეოლოგიურ საპროექტო განაცხადებს და არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებულ საკითხებს (შემდგომში – არქეოლოგიური პროექტები) განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმეტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახური.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადენილ მოთხოვნებს, ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5(ხუთი)კალენდარულ დღეს.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნებისხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“(კოდი 08 03 11) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.
3. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი, განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
4. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
ა) პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09) ფარგლებში:
ა.ა) კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა;
ა.ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება;
ა.გ) ქართული ტრადიციული და თანამედროვე კულტურის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;
ა.დ) ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საზღვარგარეთ;
ა.ე) ხელოვნების და კულტურის განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
ა.ვ) არქეოლოგიური კვლევების, პროექტებისა და გათხრების ხელშეწყობა.
ბ) პროგრამის „ინკულზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13) ფარგლებში:
ბ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
ბ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ) ქვეპროგრამის „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04 ) ფარგლებში:
გ.ა ) თეატრალური ხელოვნების ინოვაციური პროექტების დანერგვის ხელშეწყობა;
გ.ბ) თეატრალური ფესტივალების და სხვა თეატრალური და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
გ.გ ) სხვადასხვა თეატრალური დადგმების ხელშეწყობა;
გ.დ) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში სხვადასხვა დასების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
დ) ქვეპროგრამის „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) ფარგლებში:
დ.ა) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამების განხორციელება;
დ.ბ)ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
დ.გ) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ინტეგრირებული სპექტაკლების განხორციელების საშუალებით;
ე) ქვეპროგრამის „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) ფარგლებში:
ე.ა)მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით სხადასხვა პროექტების დანერგვის ხელშეწყობა და განვითარება;
ე.ბ) კულტურულ - შემეცნებითი პროექტების განხორციელება;
ე.გ.) მუზეუმების ცნობადობის ასამაღლებლად მარკეტინგული პროექტების განხორციელება.
5.თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, კომისია/საბჭო დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე საპროექტო განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
7. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია/საბჭო საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
9. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კომისია/საბჭო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ვადაში.
10. საპროექტო განაცხადი კომისიას/საბჭოს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.