ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2016
ძალის დაკარგვა 14.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2016 წლის 21 მარტი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის" პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის განსაზღვრის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი N1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტი განსაზღვრავს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში (ქალაქ ამბროლაურში) მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ ორი წევრის მიერ.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗.
მიზანი
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტის მიზანია ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენა/განსაზღვრა/.
მუხლი 4🔗.
სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტი
1. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტად, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების ფაქტს, განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ ორი წევრის მიერ დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, აღდგენის მსურველმა ფიზიკურმა პირმა.
3. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ ორი წევრის ინფორმაციის წარდგენა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, აღდგენის მსურველ ფიზიკურ პირს შეიძლება მოთხოვოს:
ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, აღდგენისა და შეჩერების საკითხების განმხილველმა, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს;
ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით შექმნილმა სათათბირო ორგანომ – საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.
დანართი №2
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის ფორმა
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების
------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერი საკრებულოს წევრები, ვადასტურებთ, რომ ქალაქ ამბროლაურში,
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქუჩის დასახელება, N)
მცხოვრები მოქალაქე----------------------------------------------------------------------- ------ ნამდვილად
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბ. თარიღი)
ცხოვრობს 9 თვის ან მეტი ვადით აღნიშნულ მისამართზე.
1. -------------------------------------
(ხელმოწერა)
2. ------------------------------------
(ხელმოწერა)
-------------------------------
(თარიღი)