„საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№446
სარეგისტრაციო კოდი
390.000.000.05.001.001.564
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 07/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსკანონი

„საქართველოსტყისკოდექსში“ ცვლილებებისშეტანისშესახებ

    მუხლი 1.

„საქართველოს ტყის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის 57-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

7. ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით მთავარი სარგებლობის ჭრა შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის ბილეთით.“.

2. კანონის 58-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრძელვადიანი ტყით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება იდება ტენდერში ან აუქციონზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. დაცულ ტერიტორიებზე ტყით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება იდება ტენდერში ან აუქციონზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.“.

3. კანონის 59-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დებულებას „ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№446-IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 16.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №446. სარეგისტრაციო კოდი — 390.000.000.05.001.001.564.
სად არის „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, №446, 16.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.001.564 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32302/