საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-18 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადება წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც ამ წინადადებას ათანხმებს დაინტერესებულ უწყებებთან.“.
3. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სათანადო კატეგორიას ანიჭებს ამ კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად.“.
4. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყესა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 8 აპრილი.
№2919–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 08.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2919. სარეგისტრაციო კოდი — 390.000.000.05.001.003.981.
- სად არის „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №2919, 08.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.003.981 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3886/