საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2374
სარეგისტრაციო კოდი
390.000.000.05.001.001.303
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 01/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ.148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეებისა და განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების გამოვლენა;“.

2. 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ და ენდემურ, რელიქტურ და სხვა ძვირფას სახეობებს, აგრეთვე განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებს დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს აკუთვნებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2374-IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 06.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2374. სარეგისტრაციო კოდი — 390.000.000.05.001.001.303.
სად არის „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2374, 06.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.001.303 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12550/