საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №447
2016 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი − 35 03 03 06) „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალების (რეკომბინანტული, აქტივირებული, კოაგულაციური VII ფაქტორი (rFVIIa) − „NovoSeven®“ − 57 მგ) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი