„ი. ქავთარაძის, ქ. ბოჭორიშვილის და ა. კასრაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2853 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№459
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №459

2016 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„ი. ქავთარაძის, ქ. ბოჭორიშვილის და ა. კასრაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2853 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ი. ქავთარაძის, ქ. ბოჭორიშვილის და ა. კასრაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2853 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი. ქავთარაძის, ქ. ბოჭორიშვილის, დ. ხუციშვილის და ა. კასრაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ირმა ქავთარაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი და დავით ხუციშვილი, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად ასევე დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ კასრაძე.“.

პრემიერ-მინისტრი      გიორგი კვირიკაშვილი