„შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, ქ. ბოჭორიშვილის და ო. იაშაღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №2252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2398
2015 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, ქ. ბოჭორიშვილის და ო. იაშაღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №2252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, ქ. ბოჭორიშვილის და ო. იაშაღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №2252 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ირმა ქავთარაძე და ქეთევან ბოჭორიშვილი, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად ასევე დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი