„ი. ქავთარაძის, დ. ჯავახაძის და ი. აბაშიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის #1237 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2363
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2363

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ი. ქავთარაძის, დ. ჯავახაძის და ი. აბაშიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1237 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ი. ქავთარაძის, დ. ჯავახაძის და ი. აბაშიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1237 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, დ. ჯავახაძის, ი. აბაშიძის და ო. იაშაღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე: „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირმა ქავთარაძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად ასევე დაინიშნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დავით ჯავახაძე, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე აბაშიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ი. ღარიბაშვილი