ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.03.2016
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| სახელი, გვარი | პირადი ნომერი |
| N | სახელი |
| ფაქტობრივი (საცხოვრებელი) მისამართი ----------------------- | ტელ./მობ. ნომერი ----------------------- |
| № | გვარი, სახელი, მამის სახელი (ოჯახის შემადგენლობა, პირთა სრული ჩამონათვალი) |
| ა | სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში |
| ბ | სხვა საცხოვრებელი სახლი აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს) |
| გ | მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე (0,5 ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (0,5 ქულა), (უნდა არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) |
| ე | მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა) |
| ზ | პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან |
| თ | ოჯახის შემადგენლობა არის 6 და მეტი სული |
| ი | ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, არ მიუღიათ შესაბამისი ფინანსური ან/და მატერიალური დახმარება. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა)
საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №03
2016 წლის 22 მარტი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად
დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების
განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ –
დანართი №2-ის შესაბამისად.
3.
დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“ - დანართი №3-ის შესაბამისად.
4.
დამტკიცდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა“ –
დანართი №4-ის შესაბამისად.
5.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
დანართი №1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები.
1. ეს წესი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახის განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის წესს.
2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, ჯდენადი გრუნტის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
მუხლი 2🔗.
დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურა
1. დაზარალებულის მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია).
2. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - გამგებლის) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის თაობაზე, სოციალურ სახლს მუნიციპალიტეტი გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახების უზრუნველყოფის მიზნით.
4. დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს დაზარალებულებს მიეცეთ საშუალება წარადგინოს შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე.
5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდგომში –
გამგეობა) მოახდენს დაზარალებულების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.
6. კომისია ადგენს განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადებს.
7. გამგეობა ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებს დაზარალებული. საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“.
8. საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება განმცხადებელს დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულებებს.
9. კომისია ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების დანართი №3 შესაბამისად და ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
10. კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულებისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის (მისი ოჯახის მდგომარეობის) შეფასებას და ქულების მინიჭებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით.
11. მუნიციპალიტეტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან შესაბამისი ფინანსური დახმარება 10000 ლარზე ზევით. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
12. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დაზარალებულს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. იმ დაზარალებულებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ დაზარალებული ოჯახის წევრთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებული (მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე) ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობით.
მუხლი 3🔗.
დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმები
1. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დაზარალებულთა საჭიროებების უპირატესობა. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომელთა ჯამი კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტს განსაზღვრას. განაცხადის დაკმაყოფილების დროს უპირატესობა ენიჭება დაზარალებულს, რომელსაც კომისიის მიერ მინიჭებული აქვს პრიორიტეტულობის უფრო მაღალი კოეფიციენტი.
2. ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დაზარალებულებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება.
3. გამონაკლის შემთხვევაში, კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტის სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დაზარალებულების განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის დასადგენად ატარებს კენჭისყრას დაზარალებულის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
დანართი №2
საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადი
განცხადების ნომერი:
თარიღი:
ინფორმაცია განმცხადებელზე
სახელი, გვარი
პირადი ნომერი
განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა
N
სახელი
გვარი
ოჯახის უფროსის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.)
პირადი ნომერი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია
ფაქტობრივი (საცხოვრებელი) მისამართი -----------------------
ტელ./მობ. ნომერი -----------------------
2. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა:
_____________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
3. სოციალური მდგომარეობა:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
მე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ წარმოვადგენ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს. ასევე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უფლება საჭიროებისდამიხედვით გადაამოწმოს ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ზემოხსენებული წესის შესაბამისად. (შენიშვნა: მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).
განმცხადებლის ხელმოწერა: ___________________________________
დანართი №3
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების
განსახლების კრიტერიუმები
№
საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები
ქულა
ა
კატეგორია 1
სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი,თოვლის ზვავი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას
10
ბ
კატეგორია 2
სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას
7
№
სოციალური კრიტერიუმი
ქულა
ა
სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა
65001-ქულაზე ნაკლები
(ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა ნახევარი ან ნახევარზე მეტი ფიქსირდება ერთსა და იმავე მისამართზე სოციალური სააგენტოს ბაზაში)
0.5
ბ
ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3-ზე 3 ქულა, ყოველ დამატებითზე 1 ქულა
შესაბამის ქულათა ჯამი
გ
მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე (0,5 ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (0,5 ქულა), (უნდა არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ)
შესაბამის ქულათა ჯამი
დ
„ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად (1,5 ქულა), მნიშვნელოვნად (1 ქულა) ან ზომიერად (0,5 ქულა) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რაც უნდა დასტურდებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზით“ და „სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი) მიმღებთა ბაზით“ ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით.
შესაბამის ქულათა ჯამი
ე
მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა)
1
ვ
ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. (მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა)
1
ზ
პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან
1
თ
ოჯახის შემადგენლობა არის 6 და მეტი სული
1
ი
ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, არ მიუღიათ შესაბამისი ფინანსური ან/და მატერიალური დახმარება.
10
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას
№
სხვა კრიტერიუმი
ქულა
ა
სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში
4
ბ
სხვა საცხოვრებელი სახლი აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს)
1
დანართი №4
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზესტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა
სოფელი ---------------, მოქ. ----------------------------- დაზარალებული ოჯახის მონაცემები
კატეგორია .......
რა სტიქიური მოვლენის შედეგად მიიღო დაზიანება სახლმა: მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი.(გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა) --------------------------------------------------------
სახლის დაზიანების თარიღი (წელი) ----------------
დღემდე თუ იყო გაწეული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (ჩასახლება, მატერიალური და დახმარება) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----
----
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---
კრიტერიუმების ქულათა ჯამი (საერთო ქულა) --------------------------
ოჯახის შემადგენლობა (პირთა სრული ჩამონათვალი)
№
გვარი, სახელი, მამის სახელი (ოჯახის შემადგენლობა, პირთა სრული ჩამონათვალი)
დაზარალებული ოჯახის წევრთა პირადი №
დაბ. თარიღი
ფაქტობრივი საცხოვრ.
ადგილი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის მდივანი: