ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2019 წლის 3 აპრილი ქ. ოზურგეთი |
ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/11/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.113.016246).
ბ) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემისა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/05/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016075).
|
(ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი
2. მუნიციპალიტეტი სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ, რეგისტრირებულ უსახლკარო და მრავალბინიანი სახლების საცხოვრებლად გამოუსადეგარ ბინაში მცხოვრებ პირებს (ოჯახებს) საცხოვრისით უზრუნველყოფს იმ დრომდე, სანამ მათ არ ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვით.
ა) საცხოვრისი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჟღენტის ქ. №4 მდებარე საერთო საცხოვრებელი სახლი და მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მერიაში მდებარე ხუთსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
ბ) ბენეფიციარი – საცხოვრისის მაძიებელი პირი (ოჯახი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
2. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის თანახმად ბენეფიციარის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი განაცხადი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ.
3. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან ყოველი კონკრეტული განაცხადის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერსეთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, რა შემთხვევაშიც სამუშაო ჯგუფის წევრი არ მონაწილეობს განაცხადის განხილვაში.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა შემოსული განაცხადების ინტენსივობის (რაოდენობის) გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ.
5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განაცხადების (დოკუმენტების) სისრულე, საფუძვლიანობა და მათი შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ;
გ) განიხილოს განაცხადი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
6. სამუშაო ჯგუფის სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და დამსწრე წევრები.
7. სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (დაკმაყოფილება/უარი) უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება ოქმში.
8. სამუშაო ჯგუფის ხელმძღანელისა და დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერილი ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.
ა) სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას;
ბ) სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელის სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
გ) მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე უსახლკარო პირი (ოჯახი), რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;
დ) მუნიციპალიტეტში მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი ბინა ამორტიზირებულია, საცხოვრებლად გამოუსადეგარია და რის თაობაზეც არსებობს მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის შესაბამისი დასკვნა;
ე) ბენეფიციარების თითოეული ოჯახის წევრი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.
2. განაცხადების განხილვისას, სამუშაო ჯგუფს, გამონაკლის შემთხვევებში, აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, არ გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრელი კრიტერიუმები და გამოიყენოს ინდივიდუალური მექანიზმი, იმ პირობით, რომ პირის (ოჯახის) საცხოვრისით უზრუნველყოფის აუცილებლობის მიზეზი დასაბუთებული იქნება, მაგრამ არაუმეტეს საცხოვრისში არსებული ბინების საერთო რაოდენობის 10 პროცენტისა.
3. სამუშაო ჯგუფის მიერ, ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს (ოჯახებს), რომლებსაც ამ მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრულ ძირითად კრიტერიუმებთან ერთად დამატებით გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი:
ა) პირს (ოჯახს), რომლის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს;
გ) პირს (ოჯახს), რომლის ერთი წევრი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირია;
დ) პირს (ოჯახს), რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001 -ს;
ე) ოჯახს, რომელსაც მარჩენალი ჰყავს გარდაცვლილი ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგული;
ვ) პირს ან მისი ოჯახის წევრს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ზ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან ოთხზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი.
ა) ბენეფიციარის, მისი ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მოწმობა, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარის, მისი ოჯახის წევრების ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შემთხვევაში ვიზუალურ-საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ე) წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შემთხვევაში მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის მიერ გაცემული ცნობა პირის (ოჯახის) უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ;
ვ) წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა.
2. წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადს დამატებით უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) შესაბამისი მოწმობა, რითაც დასტურდება პირის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება;
გ) სასამართლო გადაწყვეტილება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) ცნობა ოჯახის მარჩენალის გარდაცვალების ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
სამუშაო ჯგუფი თითოეული ბენეფიციარის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისა და შერჩევისას ხელმძღვანელობს შემდეგი ფორმით:
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||