ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის,შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემისა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2015 წლის 4 მაისი ქ. ოზურგეთი |
|
დანართი 1
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ საავადმყოფოს შენობაში შესასახლებელი უსახლკარო ოჯახების შერჩევის, სოციალური საცხოვრისის გადაცემისა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი“) წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დროებით სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
3. სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუნიციპალიტეტის მიზანია უსახლკარო მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა იმ დრომდე, სანამ მობინადრეს არ ექნება საკუთარი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
4. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ ბენეფიციარმა ოჯახებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან დადონ კონტრაქტი ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
5. სოციალური საცხოვრისის მობინადრეების აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესარულებაზე მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ შეტანილი განცხადება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისში შესახლების მოთხოვნით.
3. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია მისცეს დავალება სამუშაო ჯგუფის წევრებს, შეისწავლონ განცხადება და თანდართული მასალები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად.
4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა დაკორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (თანხმობა/უარი) უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება ოქმში და მის საფუძველზე მომზადებულ სამუშაო ჯგუფის დასკვნაში.
2. სამუშაო ჯგუფი საკითხს განიხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და ყველა დამსწრე წევრი.
ა) ოჯახი არ უნდა ფლობდეს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ საცხოვრებელ ფართს ან/და მისი საცხოვრებელი არ უნდა აკმაყოფილებდეს ცხოვრებისთვის აუცილებელ მინიმალურ პირობებს (დანგრეული);
ბ) ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.
2. უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმთან ერთად აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთს მაინც:
ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში არ აღემატება 57000-ს;
ბ) ოჯახი, რომლის ერთი წევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია;
გ) მარტოხელა მშობლის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
დ) ოჯახი, რომელიც შედგება საპენსიო ასაკის მარტოხელა პირ(ებ)ისგან და სადაც იზრდება 18 წლამდე ერთი ან ორი შვილიშვილი.
ე) უვლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს ან დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებ(ებ)ს;
ვ) თვითონ ან/და მისი ოჯახის წევრს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ზ) არის მარჩენალდაკარგული;
თ) სტიქიის (ხანძრის, ქარის და ა. შ.) შედეგად დაზარალებული.
ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის მოწმობის ასლები;
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100).
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;
ბ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) შვილიშვილების დაბადების მოწმობის ასლები.
დანართი №2
ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––– | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის,შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემისა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემისა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესი’’ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს უსახლკარო ოჯახების შეფასების კითხვარი - ანკეტა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი 1 „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა ასევე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა, აღრიცხვის,შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემისა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესი’’ა) სოციალური საცხოვრისი - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, (შენობა-ნაგებობა) სადაც მოხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა ასევე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა შესახლება.თავი III
სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 3. სტრუქტურა და მუშაობის წესირაოდენობა შესახლებულია მისამართი სართული ბინა N
№
სოციალური კრიტერიუმები ქულა1
სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს: 57001-ზე ნაკლები - ქულა 0.5 (ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა ნახევარი ან ნახევარზე მეტი ფიქსირდება ერთსა და იმავე მისამართზე სოციალური სააგენტოს ბაზაში)2
ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3-ზე ორი ქულა, ყოველ დამატებითზე 1 ქულა.3
მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე (0,5 ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (0,5 ქულა), ონკოლოგიური დაავადება (0.5 ქულა) (უნდა არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა. ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ფორმა №50/2)4
ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად (1,5 ქულა), მნიშვნელოვნად (1 ქულა) ან ზომიერად (0,5 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების,გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით.5
მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა). (1 ქულა);6
ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. (მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა). (1 ქულა);7
პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან (1 ქულა);8
ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი სული. (1 ქულა)№
საკუთრება ქულა1
სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში (6 ქულა);2
სხვა საცხოვრებელი სახლი აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს) (1 ქულა); კომენტარი ჯამური ქულა ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––