ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2016 ძალადაკარგული 01.12.2017
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.173.016124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 25 მარტი

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა დანართი 1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  გერბისა და დროშის აღწერილობები დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს  „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



დანართი 1

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა
.


ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  გერბისა და დროშის აღწერილობები

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი  წარმოადგენს:

გერბის ფარი გადაკვეთილია ორ ნაწილად.

ზედა ნაწილი – ვერცხლის ველზე ცენტრში გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.

ქვედა ვერცხლის ველზე გამოსახულია ზურმუხტის ციხესიმაგრე ორო კოშკით და ვერცხლის ორი სარკმლით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს გასაღებით აღჭურვილი, ოქროს, ლეოპარდისებრი ლომი.

ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი – ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამეტი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი  ,,ახალციხე”.

სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის დროშა  წარმოადგენს:

დროშა  ქონგურისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად – ვერცხლის 1:3 და ზურმუხტის 2:3 ველებად.

ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.

ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს გასაღებით აღჭურვილი, ლეოპარდისებრი ოქროს ლომი.

დროშის პროპორცია არის ორი მესამდი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.12.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.03.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.173.016124.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.12.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“, №8, 25.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.173.016124 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3233450/